მირანდა დანელიას ბლოგი
Monday, January 29, 2024
Monday, September 18, 2023
ინტეგრირებული გაკვეთილი CK 12 -ის რესურსების გამოყენებით
ინტეგრირებული გაკვეთილი CK 12 -ის რესურსების გამოყენებით
საფეხური, კლასი: საბაზო, მეცხრე ინტეგრირებული საგნები : ქიმია , ბიოლოგია
, ინგლისური. |
სამიზნე ცნება / სასწავლო მიზანი: ქიმია-ნივთიერება, ბიოლოგია-სტრუქტურა ,ფუნქცია, ინგლისური-ტექსტის
სტუქტურული ელემენტები,ლექსიკა,ფუნქციური სამეტყველო მოქმედებები. საკვანძო შეკითხვა / შეკითხვები : როგორ წარმოადგენთ თვალსაჩინოდ პოლიმერების მნიშვნელობას ყოფა-ცხოვრებაში, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს? |
შედეგები ქიმია : ქიმ.საბ.1,2,3,4 . ბიოლოგია:
ბიოლ.საბ.1,2 ინგლისური: I
უცხ.საბ.2,
7. |
საკითხი: ნაჯერი და
უჯერი ნახშირწყალბადები |
სსიპ ქ.აბაშის N2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი:
მირანდა დანელია ბიოლოგიის მასწავლებელი : თინათინ შალიკაშვილი ინგლისური ენის მასწავლებელი : ნინო ფხაკაძე |
კომპლექსური დავალების
პირობა: კრისტეფორე კოლუმბის მეორე ექსპედიციის დროს 1496 წელს მეზღვაურებმა ამერიკის ნაპირებზე ნახეს კუნძულის მაცხოვრებლები , რომლებიც ბურთით თამაშობდნენ. ეს ბურთი მიწიდან ძალიან მაღლა ვარდებოდა . ევროპაში ცნობილ
ტყავისა და მატყლის ბურთებს ასეთი ხტომის უნარი არ გააჩნდათ. ეს ბურთი დამზადებული იყო
კაუჩუკისგან. კაუჩუკი ბუნებრივი პოლიმერია. მას მერე საკამო დრო გავიდა და დღეს თანამედროვე
ეპოქაში პოლიმერებს დიდი მნიშვნელობა აქვთ .პოლიმერები აუცილებელია ცოცხალი
სისტემების არსებობისთვის. განასხვავებენ ბუნებრივი
, სინთეზურ და ხელოვნურ პოლიმერებს. ბევრ მათგანს მავნე გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სინთეზურ პოლიმერებს დედამიწის "უკვდავ ბინადრებსაც" უწოდებენ. მოიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის
პოლიმერის, მათი სტრუქტურისა და გამოყენების შესახებ, მოამზადეთ პოსტერი, სადაც ასევე ასახული იქნება მათი
გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
·
როგორ
შეიძლება მივიღოთ პოლიმერები? ·
მოიყვანეთ ბუნებრივი და სინთეზური პოლიმერის მაგალითი და გამოყენების სფერო ? ·
რა როლი აქვს აღნიშნულ პოლიმერებს
ყოფაცხოვრებაში? ·
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს
პოლიმერების გამოყენებას? ·
დაასაბუთეთ პასუხი შესაბამისი მაგალითების
მოყვანით . ·
როგორ
შეიძლება თავიდან ავირიდოთ პოლიმერების მავნე ზემოქმედება?
|
საკვანძო შეკითხვა :
როგორ წარმოადგენთ თვალსაჩინოდ პოლიმერების მნიშვნელობას ყოფა-
ცხოვრებაში, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს ?
კომპლექსური დავალების განხორციელების ნაბიჯები:
· მასალის განმტკიცება - სავარჯიშოების შესრუ
· საგანმანათლებლო ვებგვერდების გამოყენება
კ
ონტი
·
კონტენტის შექმნა, ვანდრაივზე მოსწავლის პირად
· საქაღალ
დეში განთავსება; საქაღალდის გაზიარება
ნაბიჯი 1: ა)კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
ბ) წინარე
ცოდნის გააქტიურება
ნაბიჯის აღწერა: მოსწავლეებს
ბიოლოგიის და ინგლისური ენის მასწავლებლის
დახმარებით და ck12 ინგლისურენოვანი რესურსის
გამოყენებით შევახსენებ შესწავლილ მასალას.
https://shorturl.at/jBJO8 ( რესურსი)
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
ქიმიაში:
·
როგორია ნახშირბადის
ატომის აგებულება?
·
რომელია ნახშირბადის
ყველაზე გავრცელებული იზოტოპი?
·
რამდენ ვალენტიანი
შეუძლია იყოს ნახშირბადს?
·
რა ტიპის ბმებს ამყარებს
ნახშირბადი წყალბადის მოლეკულასთან?
·
როგორ ფიქრობთ
მნიშვნელოვანია თუა არა ნახშირბადის ატომი ორგანიზმისთვის?
ბიოლოგიაში:
·
ბიოლოგიის კურსიდან
გაიხსენეთ , თუ რომელ ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს უჯრედი?
·
ქვემოთ მოცემული ცხრილის
(1.1) მიხედვით იმსჯელეთ , თუ რა არის საერთო მათ
სტრუქტურაში?
ინგლისურში:
·
როგორ გაიგეთ ტექსტი?
·
რით უკავშირდება ტექსტი ჩემს გამოცდილებას?
·
რამ შემიწყო ხელი ტექსტის წარმატებულად გააზრებაში?
ცხრილი 1.1
Lipids |
fats, oils |
[Figure 4 ] |
carbon, hydrogen,
oxygen |
stores energy,
forms cell membranes, carries messages |
|
Proteins |
enzymes, antibodies |
[Figure 5 ] |
carbon, hydrogen,
oxygen, nitrogen, sulfur |
helps cells keep
their shape, makes up muscles, speeds up chemical reactions, carries messages and
materials |
amino acid |
Nucleic Acids |
DNA, RNA |
[F igure 6] |
carbon, hydrogen,
oxygen, nitrogen, phosphorus |
contains
instructions for proteins, passes instructions from parents to offspring,
helps make proteins |
nucleotide |
ნაბიჯი 2:
ალკენების და ალკინების
გაცნობა
ნაბიჯის არწერა :
ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით და რესურსის
გამოყენებით ვახდენ ახალი მასალის ახსნას ინტერაქტიული მინი-ლექციით.
https://shorturl.at/gkY89
(რესურსი)
ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობა:
მოსწავლეებს
ვაცნობ ალკანებსა დ ალკინებს , შემდეგ
ინგლისური ენის მასწავლებელი ck12 ის ინგლისურენოვანი რესურსიდან გვიკითხავს
და გვითარგმნის ჩვენთვის საჭირო რესურს. მოსწავლეები უსმენენ რესურსში არსებულ
ვიდეოს და ცდილობენ თვითონ თარგმნონ ტექსტი და იმსჯელონ განხილულ საკითხზე.
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
ქიმიაში:
·
რა განაპირობებს ორგანული ნაერთების მრავალფეროვნებას?
·
რის მიხედვით კლასიფიცირდება ორგანულ ნაერთები?
·
რა კავშირია ორგანულ ნაერთებში არსებულ ქიმიურ ბმასა და მათ ქიმიურ თვისებებს
შორის?
·
რას ეწოდება ალკანი? ალკენი?
·
რა განასხვავებს უჯერ ნახშირწყალბადებს ნაჯერისაგან?
·
რა არის იზომერია? მოიყვანეთ მაგალითები.
ინგლისურში:
·
რამ შეგიწყოთ ხელი წაკითხული მასალის უკეთ გააზრებაში?
·
რა პრობლემამ შეგაფერხათ ?
·
როგორ გადაჭერით ეს
პრობლემა?
ნაბიჯი 3.
პოლიმერის წარმოქმნის მექანიზმი.
ნაბიჯის აღწერა :
ინფორმაციის მიწოდება იმაზე თუ, შეიძლება
მივიღოთ პოლიეთილენი და პოლიპროპილენი? რა როლი
აქვს აღნიშნულ პოლიმერებს ყოფა-ცხოვრებაში? რა როლი აქვთ ბიოპოლიმერებს
?
მოცემული რესურსის გამოყენებით მოსწავლეები გაიაზრებენ პოლიმერების
წარმოქმნის მეთოდებს.
https://shorturl.at/lp036 (რესურსი)
https://shorturl.at/lzWY4 (რესურსი)
ნაბიჯის ფარგლებში შესასრულებელი
აქტივობა:
ვიდეო
(რესურსი)
მოცემულ რესურსში ვიდეო მასალის მოდელირებით
მთელი კლასი მასწავლებლებთან ერთად გააკეთებს
პოლიეთილენის წარმოქმნის იმიტაციას. იმსჯელებენ და ჯგუფებში შესრულებენ დავალებას.
ნაბიჯის ფარგლებში
არსებული საკვანძო შეკითხვები:
ქიმიაში
·
რატომ უწოდებენ პოლიმერს მაკრომოლეკულას?
·
რა არის პოლიმერიზაცია?
·
რა არის პოლიკონდენსაცია?
·
რა განსხვავებაა მონომერსა და განმეორებად რგოლს
შორის?
·
როგორ გამოსახავთ პოლიეთილენისა და
პოლიპროპილენის შესაბამისი მონომერების სტრუქტურულ ფორმულებს?
·
რა კავშირია მათ აღნაგობასა და ქიმიურ თვისებებს
შორის?
·
დაწერეთ აღნიშნული მონომერებიდან პოლიმერების
მიღების რეაქციები.
ბიოლოგიაში:
·
რა
მნიშვნელობა აქვს ბიოპოლიმერებს ცოცხალი ორგანიზმისთვის ?
·
რომელია
ცილის, სახამებლის,ცელულოზის მონომერი ?
ინგლისურში:
·
რამ შეგიწყოთ ხელი წაკითხული მასალის უკეთ გააზრებაში?
·
რა პრობლემამ შეგაფერხათ ?
·
როგორ გადაჭერით ეს
პრობლემა?
პოლიმერი-მაღალმოლეკულური ნაერთია, რომელსაც
დიდი მოლეკულური მასა აქვს10 000-დან 1 000 000-მდე
მონო (Mono) - ნიშნავს
ერთს
მეროს (μέρος) - ნიშნავს ნაწილს.
მონომერი არის დაბალმოლეკულური
ნაერთი, რომელსაც შესწევს უნარი რეაქციაში შევიდეს საკუთარ თავთან ან მსგავს მოლეკულასთან
რა არის პოლიმერიზაცია?
პოლიმერიზაცია არის რეაქცია, რომლის დროსაც მონომერებიდან მიიღება პოლიმერი.
|
მაგალითად,
პოლიეთილენი მიიღება ეთენისგან CH2=CH2
რომელიც არის მონომერი:
n
CH2 = CH2 ⎯→ (CH2 – CH2)n
მონომერი
არის ნივთიერება, რომლისგანაც წარმოიქმნება პოლიმერი.
სტრუქტურული
ერთეული არის ატომების განმეორებადი ჯგუფი
n- პოლიმერიზაციის
ხარისხი.
მოსწავლეები
მუშაობენ კონკრეტულ მაგალითებზე სახელმძღვანელოდან.
პოლიკონდენსაციის
რეაქცია არის პოლიმერების წარმოქმნის პროცესი სხვადასხვა მონომერული
მოლეკულებისგან, რომლებსაც თან ახლავს დაბალი მოლეკულური წონის გვერდითი პროდუქტის
(ყველაზე ხშირად წყალი) გამოყოფა.
მცენარის უჯრედში
მიმდინარე პოლიკონდენსაცია
nC6H12O6
→
(C6H10O5)n + H2O სახამებელი
და თანაური პროდუქტი წყალი
მცენარის უჯრედში
მიმდინარე პოლიკონდენსაცია
ნაბიჯი 4 :
,,პოლიმერების
კლასიფიკაცია წარმოშობის მიხედვით".
ნაბიჯის არწერა :
ცოდნის გამტკიცების მიზნით აღნიშნული
რესურსის გამოყენებით მოსწავლეები
მსჯელობენ ბიოპოლიმერებზე
https://shorturl.at/acAI1 (რესურსი)
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
ქიმიაში:
·
რის საფუძველზე კლასიფიცირდება პოლიმერები?
·
როგორი ტიპის პოლიმერებს მიეკუთვნება პოლიეთილენი და პოლიპროპილენი?
·
როგორი ტიპის პოლიმერებს მიეკუთვნება ვისკოზა და ნეილონი?
ბიოლოგიაში:
·
რომელ ბუნებრივ პოლიმერებს იცნობთ?
·
რა არის მათი მონომერები?
ინგლისურში:
·
რამ შეგიწყოთ ხელი წაკითხული მასალის უკეთ გააზრებაში?
·
რა პრობლემამ შეგაფერხათ ?
·
როგორ გადაჭერით ეს
პრობლემა?
წარმოშობის
მიხედვით განასხვავებენ ბუნებრივ და ქიმიურ პოლიმერებს. ბუნებრივი პოლიმერები
გვხვდება ბუნებაში. მათ შორისაა სახამებელი, ცელულოზა, ბოჭკოები, ცილები, ნუკლეინის
მჟავები და ბუნებრივი რეზინი.
ქიმიური
პოლიმერები წარმოიქმნება სხვადასხვა ორგანული ნივთიერებების ქიმიური რეაქციების
შედეგად. ქიმიური
პოლიმერები, თავის მხრივ, იყოფა ხელოვნურ და სინთეზურად.
ხელოვნური
პოლიმერები მიიღება ბუნებრივი პოლიმერებისგან ქიმიური მოდიფიკაციით. ეს
პოლიმერებია: ვისკოზა, ცელულოიდი, აცეტატური ბოჭკოვანი. ამ პოლიმერების წარმოების
საწყისი მასალაა ცელულოზა.
სინთეზური
პოლიმერები მიიღება ორგანული ნედლეულისგან (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი) სხვადასხვა
ქიმიური პროცესის გამოყენებით. სინთეზური პოლიმერები ქიმიკოსების მუშაობის
შედეგია. სინთეზურ პოლიმერებს მიეკუთვნება: პოლიეთილენი; პოლიპროპილენი;
პოლისტირონი; ფენოლ-ფორმალდეჰიდის პოლიმერები; სინთეზური ბოჭკოები (ლავსანი,
ნიტრონი, კაპრონი, ქლორი); სინთეტიკური რეზინები.
w.youtube.com/watch?v=TvaZkGZ7zW0/youtu.be/TvaZkGZ7zW0
ნაბიჯი 5:
პოლიმერების გამოყენება
ნაბიჯის
აღწერა :
მოსწავლეებს ყოველდრიური ცხოვრებიდან მოყავთ მაგალითები
, თუ სად ხვდებიან და იყენებენ პოლიმერებს.
მოსწავლეები გაჯეტების გამოყენებით მუშაობენ ჯგუფურად და
იძიებენ ინფორმაციას. წარდგენენ მცირე ზეპირ პრეზენტაციას.
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
ქიმიაში:
·
სად გამოიყენება პოლიმერები?
·
რა
როლი აქვს აღნიშნულ პოლიმერებს ყოფაცხოვრებაში?
·
რა
დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს პოლიმერების გამოყენებას?
მოსწავლეები მსჯელობენ
პოლიმერების გამოყენების სფეროებზე:
მშენებლობა
მანქანათმშენებლობა
კოსმონავტიკა
მედიცინა
კომპიუტერული ტექნოლოგიები
კვების მრეწველობა
სოფლის მეურნეობა
სამხედრო ტექნიკა
და მასალები
საყოფაცხოვრებო
მასალების ტექნოლოგია
და ა.შ.
პოლიმერები
გამოიყენება პლასტმასის, ბოჭკოების და
სხვა მასალების დასამზადებლად.
ნებისმიერი
პლასტმასი შეიცავს პოლიმერს, მაგრამ მის გარდა, შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს
სხვა კომპონენტებიც: საღებავები (მასალას ფერს აძლევს), შემავსებლები
(უზრუნველყოფს პლასტმასის სიმტკიცეს), პლასტიზატორები (მასალას უფრო ელასტიური,
მოქნილი აქცევს). ეს არის პოლიმერი, რომელიც აკავშირებს პლასტმასის ყველა კომპონენტს
ერთ მთლიანობაში, ამიტომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. (პირველი
პლასტმასი მიიღეს ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე - ცელულოზის, რეზინის
წარმოებულები და ა.შ.)
პოლიმერები და კვების ტექნოლოგია
·
დღეისათვის პოლიმერები აქტრიურად
გამოიყენება კვების ტექნოლოგიაში.
·
ერთჯერადი ჭურჭელი, შესაფუთი
მასალები, კონტეინერები და ა.შ. პოლიმერებია.
·
ხშირად პოლიმერში კაპსულირებული
საღებრების გამოყენება გამაგრილებელ ან ალკოჰოლურ სასმელებში შედარებით უფრო უვნებელია,
ვიდრე არაკაპსულირებული საღებრებისა.
პოლიმერები და ეკოლოგია
·
მრავალი პოლიმერი
მტკიცე მასალაა გარემო პირობების მიმართ.
·
მასალაა გარემო
პირობების მიმართ მტკიცე მასალა შეიძლება გახდეს ეკოლოგიისათვის მავნე.
·
გარემოს პოლიმერული
დაბინძურებისაგან თავის არიდების ერთ-ერთი გზაა მათი ხელახლა (მეორადი)
გადამუშავება
·
სამწუხაროდ,
დღეისათვის პოლიმერული ნარჩენების მხოლოდ 10-15%
ხვდება მეორადი გადამუშავების საამქროებში
ნაბიჯი 6:
როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ პოლიმერების
მავნე ზემოქმედება?
გასვლითი გაკვეთილი
https://www.youtube.com/watch?v=Kvv707ifFOc ( ვიდეო )
პროდუქტზე დატანილი ეს ნიშანი შეგვახსენებს რომ იგი უნდა დაექვემდებაროს
მეორად გადამუშავებას!
ნაბიჯი 7:
ნაბიჯის ფარგლებში არსებული საკვანძო შეკითხვები:
ინგლისურში:
·
როგორ შექმენი
წერილობითი ტექსტი? ( ტრანსკრიფტი)
პოსტერების პრეზენტაცია
მასწავლებლის რეფლექსია:
კომპლექსური დავალების ინტეგრირება STEAM საგნების პოპულარიზაციის მიზნით გამიჩნდა. ვასწავლი ქიმიას . გადავწყვიტე რესურსად გამომეყენებინა ck12 საგანმანათლებლო პორტალი. ჩვენი კოპლექსურის თემა იყო პოლიმერები, რაც საშუალებას მაძლევდა ინტეგრირება მომეხდინა ბიოლოგიასთან. საჭიროებამ გამოკვეთა აგრეთვე თანამშრომლობა ინგლისური ენის მასწავლებელთან, რადგან აღნიშნული პლატფორმის ქართულენოვან ვერსიაში არ აღმოჩნდა ნათარგმნი მასალა. რესურსად გამოვიყენეთ ck12 -ის ინგლისურენოვანი გვერდი. სამი საგნის ინტეგრირება საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ვეცადეთ თემები ისე დაგვეჯგუფებინა, რომ საშუალება გვქონოდა ერთი კომპლექსური დავალებით სამივე საგნის სამიზნე ცნებები დაგვემუშავებინა. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის დროს მოსწავლეებს უნდა შეექმნათ შემოქმედებითი პროდუქტი - პოსტერი ქართულ და ინგლისურ ენაზე.
მცირედით ხელი შეგვიშალა გარემოებამ , რადგან სკოლის მშენებლობის გამო
მოსწავლეები მეორე ცვლაში არიან და გაკვეთილები 35 წთ მიმდინარეობს.
კომპლექსური დავალების ეტაპებზე მოსწავლეებმა კარგად დაინახეს კავშირი
ქიმიასა და ბიოლოგიას შორის და არსებული ინგლისურის ცოდნის და მასწავლებლის დახმარებით
გააღრმავეს თავიანთი ლექსიკური მარაგი სამეცნიერო ტერმინოლოგიითაც. აღნიშნული რესურსების გამოყენებით და ინგლისური
ენის მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებმა
უკეთ გაიაზრეს პოლიმერების შესახებ
ინფორმაცია და შეძლეს პარალელურად
ინგლისურ ენაზე კითხვა, გაგება -გააზრება ,მოსმენის და მეტყველების უნარის გამოყენება და განვითარება.
მოსწავლეებმა ქიმიის , ბიოლოგიის და ინგლისურის
მასწავლებლების დახმარებით გაკვეთილებზე განიხილეს CK12 ის რესურსები და უპასუხეს კომლექსურ
დავალებაში მოცემულ
კითხვებს, რის შემდეგაც მოაწყვეს პრეზენტაციები.
პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა პარალელი გაავლეს თავიანთ გარშემო
არსებულ სიტუაციებთან და იმსჯელეს რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე პოლიმერები. გავეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვთხოვეთ ფურცლებზე დაეწერათ
თუ რა რჩევას მისცემდნენ ადამიანს პოლიმერებთ
გარემოს დაბინძურებაზე.
ვფიქრობ
გაკვეთილები იყო საინტერესო
და აქტუალური , კარგი იქნებოდა მოსწავლეებისთვის მიგვეცა რჩევა ეწარმოებინათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის
ჩანიშვნები- “Class Notes”