გაკვეთილის გეგმა 1
მასწავლებლის სახელი გვარი
- მირანდა დანელია
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური /კლასი ---საბაზო , IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა:
წარმოდგენა შენადნობებზე
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს მოცემული ინფორმაციის
საფუძველზე გაანალიზოს მონაცემები და გამოიტანოს დასკვნები. დაასახელოს შენადნობების მაგალითები ,იმსჯელოს მათ
თვისებებზე და გამოყენების სფეროებზე.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
მეცხრე კლასის საგნობრივი პროგრამა ქიმიაში მოითხოვს,
რომ მოსწავლეებმა შეიძინონ გარკვეული ცოდნა შენადნობებზე. შეძლონ იმსჯელონ მათ თვისებებზე
და გამოყენებაზე. ვიქრობ გაკვეთილის თემა და მიზანი სრულიად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს,რადგან
საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლე უნდა ფლობდეს მონაცემების ინტერპრეტაციის
უნარს , რაც გულისხმობს საკუთარი ან სხვის მიერ მიღებული მონაცემების ანალიზს და განზოგადებას. გაკვეთილის გემა შედგენილია სასწავლო თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით ქიმიაში და სრულიად შეესაბამება სასწავლო
წლის მოცემულ პერიოდს.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(
დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო(წთ)
|
1
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები ნათლად
წარმოიდგენენ რა არის გაკვეთილის მთავარი თემა, გააცნობიერებენ რა კრიტერიუმის
მიხედვით შეფასდებიან.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. შემდეგ მოკლედ აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს
.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ
კლასი
|
მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაცია
|
3
წთ
|
2
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელს მაგიდაზე
საჩვენებლად დაწყობილი აქვს სხვადასხვა
საგნები , ნაკეთობები.
მასწავლებელი ეკითხება
მოსწავლეებს:
როგორ ფიქრობთ რისგან
არის დამზადებული მოცემული საგნები?
კაცობრიობის განვითარების
რომელ ხანას იცნობთ?
ივარაუდეთ რა არის ბრინჯაო?
თქვენი ფიქრით რისი
ნარევია შენადნობი?
ივარაუდეთ ,რატომ არის
უკეთესი შენადნობების გამოყენება ამა თუ იმ საგნის დასამზადებლად?
|
კითხვა- პასუხის მეთოდი
|
მთელ
კლასი
|
დოქი, მონეტები: 50 თეთრი, ყვითელი ,2 ლარი,
თუჯის ტაფა, საყურე.
გამოსაძახებელი ჩხირები.
|
3წთ
|
3
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ გაიაზროს თუ რა არის შენადნობი რა როგორ
ღებულობენ მას.
აქტივობის აღწერა:
პედაგოგი ცნების რუკის გამოყენებით ატარებს მინი ლექციას
თემაზე: ,,შენადნობები“.
შემდეგ პედაგოგი ახსენებს მოსწავლეებს ჯიგსოუს ტექნიკის
წესებს და სთხოვს შექმნან ჯგუფები.
|
ვერბალური
ახსნა
|
მთელ
კლასი
|
ფლიფჩარტი,
ცნების რუკა, მარკერი.
(მასწავლებლის მიერ ფლიფჩარტზე „ცნების
რუკის“ წარმოდგენა ,
ძირითადი
თემის ახსნისას დაეხმარა მოსწავლეებს თემის ნათლად გააზრებასა და სტრუქტურირებაში)
|
6
წთ
|
4
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ გაანალიზონ
მონაცემები და გამოიტანონ დასკვნები, განივითარონ კომუნიკაციის , პრეზენტაციის
და თანამშრომლობითი უნარები.
აქტივობის აღწერა:
ჯიგსოუს
ტექნიკის პირველი პირველი
ფაზა:
პედაგოგი ქმნის, ძირითად ჯგუფებს. ჯგუფების დაკომპლექტებისას პედაგოგი ითვალისწინებს, მოსწავლეთა შესაძლებლობებს და უნარ-ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობით მუშაობაში.
მეორე ფაზა:
მასწავლებელი
დასამუშავებელ
თემას წინასწარ
ყოფს იმდენ ნაწილად,
რამდენი
წევრიც არის თითოეულ
ჯგუფში. მასალა არის თანაბარი
სირთულის, რომ ბავშვებმა
შეძლონ ერთი და იგივე დროში მისი შესწავლა.
თითოეული
ჯგუფი ამუშავებს
ერთი და იმავე თემას.ჯგუფის თითოეულ
წევრს ეძლევა თემის შესაბამისი
ნაწილი, რომელსაც
იგი დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად
ამუშავებს.
მესამე ფაზა:
მას შემდეგ, რაც თითოეული
მოსწავლე
ინდივიდუალურად
დაამუშავებს
თემის შესაბამის
ნაწილს, დგება ექს
პერტთა ჯგუფები.
მოსწავლეები,
რომელთაც
დაამუშავეს
ერთი და იგივე ნაწილი, ქმნიან
ექსპერტთა
ჯგუფებს
დამუშავებული
საკითხების
გასაღრმავებლად
და
გაურკვეველი
საკითხების
გასარკვევად.
კომპლექტდება ექსპერტთა
იმდენი
ჯგუფი, რამდენ ნაწილადაც
იყო
დაყოფილი
თემა. ექსპერტთა
ჯგუფების
შიგნით მოსწავლეები
აჯერებენ
ინდივიდუალურად
მოპოვებულ
ცოდნას და მსჯელობენ
იმაზე, თუ როგორ გადასცენ
უკეთ მათ
მიერ მოპოვებული
ცოდნა
ძირითადი
ჯიგსოუს
ჯგუფის სხვა
წევრებს.
მეოთხე
ფაზა:
მეოთხე ფაზაში მოსწავლეები
ბრუნდებიან
თავიანთ
ძირითად
ჯიგსოუს
ჯგუფებში,
რათა ჯგუფის დანარჩენ
წევრებს
გადასცენ
მთლიანი
თემის მათ მიერ დამუშავებული
და შემდეგ ექსპერტთა
ჯგუფებში
გაღრმავებული
ნაწილი. ცალკეულ
ნაწილთა
ერთმანეთისთვის
გაცნობის
შემდეგ მოსწავლეები ახდენენ
ამ ნაწილების
გაერთიანებას
და დასამუშავებელი
თემის ერთ მთლიანობაში
მოაზრებას.
მოსწავლეებს
ნამუშევრები
გადააქვთ
ფლიფჩარტზე.
|
ჯიგსოუს
მეთოდი
|
ჯგუფებში
|
ტექსტი
ჯიგსოუსთვის,
ფლიფჩარტი,
მარკერები, ფერადი ქაღალდები.
( ტექსტის
სათაურია: ,, რა მიაქვთ სახლში ოსკაროსნებს?“
სტატია ჟურნალიდან ,,მასწავლებელი“-ავტორი ქეთევან
კუპატაძე . ტექსტში მოცემული ინფორმაცია
კარგად შეესატყვისება გაკვეთილის თემას და მიზანს ,ის ხელს შეუწყობს მოსწავლეების
ცოდნის გაღრმავებას, თან სახალისოა.)
|
15წთ
I ფაზა–2 წთ
IIფაზა-4 წთ
IIIფაზა-4წთ
IVფაზა- 5წთ
|
5
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ტექსტის
გამთლიანება და დასკვნების გამოტანა .
აქტივობის აღწერა:
თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. ჯგუფები უსმენენ ერთმანეთის პრეზენტაციებს. სვამენ შეკითხვებს.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფის
მიერ შერჩეული პრეზენტატორები.
|
საპრეზენტაციო
მასალა
|
12წთ
(3
წთ) თითო გუნდს
|
6
|
შეჯამება-შეფასება – ,,აზრების წრე“ . თითოეული მოსწავლე ასრულებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ ფრაზას: ამ გაკვეთილის შემდეგ მე შენადნობების შესახებ გავიგე რომ...
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს
პრეზენტაციის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.
|
მეთოდი: ,,აზრების
წრე“
|
ინდივიდუალურად
|
5
წთ
|
|
7
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა სახლში იმუშაონ განხილულ მასალაზე განმტკიცების
და ცოდნის გაღრმავების მიზნით.
აქტივობის აღწერა:
საშინაო დავალება :
მოიძიონ ინფორმაცია
შენადნობების გამოყენების შესახებ .
|
ვერბალური
ახსნა
|
მთელ
კლასი
|
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მონაცემები და გამოიტანოს
დასკვნები.
·
შეუძლია აღწეროს მეტალების ზოგიერთი საერთო ნიშანი ,რომელიც განაპირობებს
მათ გამოყენებას.
·
მოიპოვოს ინფორმაცია მეტალთა შენადნობების გამოყენების შესახებ.
კავშირი ესგ-თან:
ქიმ.IX.5.მოსწავლეს
შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების
კვლევა.
- აღწერს მეტალების ზოგიერთ საერთო ნიშანს (მაგ., სიმტკიცე, დრეკადობა, თბო-
და ელექტროგამტარობა), რომლებიც განაპირობებს მათ გამოყენებას; მოიპოვებს ინფორმაციას მეტალთა შენადნობების გამოყენების შესახებ;
- მოიპოვებს ინფორმაციას საქართველოში
გავრცელებული მეტალებისა და არამეტალების და მათი გამოყენების შესახებ,
მასალების აუდიტორიის წინაშე წარდგენისას ადეკვატურად იყენებს სათანადო ტერმინებს.
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
·
აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს;
შფასება:
პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა:
ასდება
აქტივობები
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
თემის
გასაგებად წარმოდგენა
|
ვერ
წარმოადგენს თემას გასაგებად
|
წარმოადგენს
თემას გასაგებად ,მაგრამ არა არგუმენტირებულად.
|
წარმოადგენს
თემას გასაგებად , ამყარებს არგუმენტებით.
|
ინფორმაციის
ფლობის უნარი
|
ვერ
ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა.
|
ფლობს
საჭირო ინფორმაციას ,მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა.
|
ფლობს
საჭირო ინფორმაციას,ამყარებს არგუმენტებით
და დამაჯერებლად ასაბუთებს.
|
გაკვეთილის გეგმა 2
მასწავლებლის სახელი გვარი
- მირანდა დანელია
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური /კლასი- საბაზო ,IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა: წარმოდგენა მეტალთა კოროზიაზე.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ექსპერიმენტზე
დაკვირვებით იმსჯელოს კოროზიის გამომწვევ მიზეზებზე. განიხილოს კოროზია, როგორც ჟანგვის
პროცესი და გაანალიზოს მასთან ბრძოლის მეთოდები.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
მეცხრე კლასის საგნობრივი პროგრამა ქიმიაში მოითხოვს,
რომ მოსწავლეებმა შეიძინონ გარკვეული ცოდნა მეტალთა კოროზიაზე. იცოდნენ კოროზიის გამომწვევი
მიზეზები და მასთან ბრძოლის საშუალებები . ვიქრობ ,რომ გაკვეთილის თემა და მიზანი სრულიად
შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს ,რადგან საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე
მოსწავლე უნდა ფლობდეს დაკვირვების , აღწერის უნარ-ჩვევებს , რაც გულისხმობს გრძნობის
ორგანოების საშუალებით ობიექტებზე , მოვლენებზე დაკვირვებას და მათი მახასიათებლების განსაზღვრას. გაკვეთილის გემა შედგენილია სასწავლო თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით ქიმიაში და სრულიად შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(
დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო(წთ)
|
||
1
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისთვის.
აქტივობის
აღწერა:
მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.
|
მთელი
კლასი
|
საკლასო ჟურნალი, კალამი.
|
2
წთ
|
|||
2
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეები ნათლად წარმოიდგენენ რა არის
გაკვეთილის მთავარი თემა, მიზანი და რა კრიტერიუმებით
შეფასდებიან.
აქტივობის
აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის
თემას ,მიზანს ,შეფასების კრიტერიუმებს და მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ
აქტივობებს.
|
ინტერაქტიული მინი ლექცია
|
მთელი
კლასი
|
ფლიფჩარტზე დაწერილი გაკვეთილის მიზანი, შეფასების/თვითშეფასების
რუბრიკები.
|
4
წთ
|
||
3
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის
აღწერა:
წინარე ცოდნის გააქტიურების
მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
სხვადასხვა მეტალებისგან დამზადებულ ნივთებს და სთხოვს აღწერონ თითოეული მათგანი:
1.
რა თავისებურებები ან ცვლილებები შენიშნეს?
2.
რა იყო ამის მიზეზი?
3.
რა მოსაზრებები გაქვთ სხვადასხვა მეტალებზე ჰაერის ,წყლის და სხვადასხვა
ფაქტორების ზემოქმედების შესახებ?
4.
თქვენი აზრით რა არის
კოროზია?
5.
შეუქმნია თუ რა
მას თქვენთვის რაიმე პრობლემა?
|
კითხვა -პასუხის მეთოდი
|
მთელ
კლასი
|
ოქროს,
ვერცხლის ყელსაბამი, რკინის ლურსმანი,
ალუმინის
ჭურჭელი, კარის სახელური, მანქანის დეტალი.
გამოსაძახებელი
ჩხირები.
|
5
წთ
|
||
4
5
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს შეადაროს ორი სხვადასხვა მეტალის კოროზიისადმი მდგრადობა ერთმანეთს .
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ვიდეოს სადაც ნათლად
ჩანს თუ როგორ კარგავენ ბზინვარებას რბილი მეტალები , როდესაც მათ ჩამოაჭრიან გარკვეულ
ნაწილს და როგორ შედიან წყალთან რეაქციაში ძლიერ აქტიური მეტალები.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს შეადარონ ოქროს ნაკეთობის
კოროზიისადმი მდგრადობა სხვა მეტალების ნაკეთობის
მდგრადობას , გამოთქვან ვარაუდები და შეავსონ სქემა.
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა ექსპერიმენტის შედეგზე დაკვირვებით ახსნან მეტალთა ცვლილება ჰაერის ზემოქმედების
შედეგად.
აქტივობის
აღწერა:
ექსპერიმენტზე დაკვირვება და შედეგების განხილვა.
მოსწავლეები დაიყოფა 4 ჯგუფად, ჯგუფები ისე უნდა გადანაწილდნენ, რომ სქესობრივი თანაფარდობა მეტნაკლებად
დაცული იყოს. ყველა ჯგუფს მიეცემა სახელწოდება და დავალება.
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს
და განუმარტავს წინასწარ მომზადებულ ექსპერიმენტს: სამი ლურსმანი მოთავსებულია სამ
სხვადასხვა სინჯარაში, რომელსაც თავი აქვს დაცობილი. პირველ სინჯარაში მოთავსებული
ლურსმანი მთლიანად დაფარულია წყლით. მეორე სინჯარაში მოთავსებული ლურსმანი აგრეთვე
მთლიანად დაფარულია წყლით, იმ განსხვავებით რომ ჩასხმულია ზეთიც. მესამე სინჯარაში ლურსმანი ნახევრადაა დაფარული წყლით. მოსწავლეები
აკვირდებიან მასწავლებლის მიერ წინასწარ მომზადებული ცდის შედეგებს, გამოაქვთ დასკვნები
და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
|
ვიდეო
მასალის ჩვენება. შედარება და ანალიზი.
ექსპერიმენტზე
დაკვირვება, მსჯელობა,
დასკვნის
გამოტანა.
|
მთელი
კლასი
ჯგუფური
მუშაობა
|
კომპიუტერი,
პროექტორი.
სქემა.
ფლიფჩარტი,
მარკერი. დაფა. მაგნიტები.
(
ვიდეო ცდა სრულად შეესაბამება გაკვეთილის მიზანს. ვიდეო ცდის საშუალებით მოსწავლეები
დააკვირდებიან ისეთ რეაქციას ,როგორიცაა აქტიური მეტალების ურთიერთქმედება ჰაერთან
და წყალთან ,რისი საშუალებაც სკოლის ლაბორატორიაში არ არის)
წინასწარ
მომზადებული ექსპერიმენტი, რომელიც საჭიროებს გარკვეულ დროს , მოსწავლეები აკვირდებიან
შედეგს , თუ როგორ იჟანგება რკინის ლურსმანი სხვადასხვა პირობებში.
(სინჯარები,
ლურსმნები, წყალი, ზეთი. სინჯარების სადგამი.
ფლიფჩარტი,
მარკერი. დაფა. მაგნიტები.)
|
8
წთ
7
წთ
|
||
6
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ექსპერიმენტის შედეგების წარმოდგენა და დასკვნის
გამოტანა.
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეთა ნამუშევრის პრეზენტაცია
|
პრეზენტაცია.
|
მთელი
კლასი
|
ფლიფჩარტი,
მარკერები, დაფა,მაგნიტები.
|
8
წთ
|
||
7
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს გაანალიზოს კოროზიასთან ბრძოლის მეთოდები.
აქტივობის
აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჯგუფებში მოიფიქრონ მეტალების
კოროზიისაგან დაცვის მათთვის ცნობილი მეთოდები
და წარმოადგინონ კლასის წინაშე. პასუხის
გაცემის წინ ჯგუფების ნომრები დაწერილი იქნება
ჩხირებზე და ჯგუფების წარმომადგენლები
შემთხვევითობის პრინციპით წარმოადგენენ მოსაზრებებს.
|
მოსაზრებების
გამოთქმა
|
ჯგუფები
|
ფლიფჩარტი,
მარკერები, დაფა,მაგნიტები, გამოსაძახებელი ჩხირები.
|
6
წთ
|
||
8
|
აქტივობის
აღწერა:
მასწავლებლის
მიერ გაკვეთილის შეჯამება/შეფასება.
მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს მოსწავლეების
დახმარებით,
მოსწავლეები
ავსებენ
თვითშეფასების
ფორმებს ; მასწავლებელი
განმავითარებელი კომენტარებით აფასებს მოსწავლეებს.
|
მთელი
კლასი
|
თვითშეფასების
ფურცელი.
|
4წთ
|
|||
9
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა სახლში იმუშაონ განხილულ მასალაზე განმტკიცების
და პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით.
აქტივობის
აღწერა:
საშინაო დავალება: მოიძიონ
ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს
ჯართი და რა მიზნით აგროვებენ მას.
|
ინტერაქტიული მინი ლექცია
|
მთელი
კლასი
|
ინტერნეტ
რესურსი.
|
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
აკვირდება და აღწერს მეტალთა ცვლილებებს ჰაერის ზემოქმედების
შედეგად , განსაზღვრავს რომელი მეტალი განიცდის კოროზიას ადვილად, რომელი არა. იყენებს
მეტალთა აქტიურობის რიგს სათანადო ვარაუდების გამოსათქმელად. აკვირდება ცდის შედეგებს და აღწერს მეტალთა
ცვლილებას ჰაერის ზემოქმედების შედეგად.
კავშირი ესეგ-სთან
:
ქიმ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება.
·
აკვირდება სხვადასხვა მეტალის
გამოყენებით ჩატარებული ცდების თანმდევ მოვლენებს (მაგ., ალის წარმოქმნა/არწარმოქმნა წყალთან
რეაქციის დროს, გაზის ბუშტუკების წარმოქმნა, სითბოს გამოყოფა ) და მსჯელობს მათ შორის მსგავსება - განსხვავებაზე, გამოავლენს ზოგად კანონზომიერებებს;
·
აკვირდება და აღწერს მეტალთა ცვლილებას
ჰაერის ზემოქმედების შედეგად (მაგ., რკინა იჟანგება, ვერცხლი მქრქალდება,
სპილენძი მუქდება). განსაზღვრავს, რომელი მეტალი განიცდის კოროზიას ადვილად, რომელი - არა;
შფასება:
ჯგუფის წევრების თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
||
ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს
|
||
ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი
|
||
ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური და შეესაბამებოდა მოთხოვნას
|
||
ვიცავდი თუ არა წერის სტრატეგიებს
|
||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა------- განმავითარებელი დაფა:
შეფასების კრიტერიუმები
|
ჯგუფის სახელწოდებები
|
|||
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
||||
ცდის შედეგების ანალიზი
|
||||
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
||||
დროის ლიმიტის დაცვა
|
||||
ნამუშევრის პრეზენტაცია
|
გაკვეთილის გეგმა 3
მასწავლებლის სახელი გვარი
- მირანდა დანელია
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური /კლასი---საბაზო, IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა:
მეტალთა და არამეტალთა ოქსიდები.
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლემ შეძლოს ოქსიდების ფორმულების
შედგენა ვალენტობის მიხედვით.
·
შეძლოს ოქსიდების კლასიფიკაცია
მათი ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე.
·
იმსჯელოს მათ ნომენკლატურაზე
და ფიზიკურ თვისებებზე .
·
შეძლოს რაოდენობრივი გამოთვლებით
ოქსიდების ფორმულის დადგენა.
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
მეცხრე კლასის საგნობრივი პროგრამა ქიმიაში მოითხოვს,
რომ მოსწავლეებმა შეძლონ ოქსიდების ფორმულის შედგენა ვალენტობის მიხედვით იმსჯელონ
მათ ნომენკლატურაზე და ფიზიკურ თვისებებზე. განასხვავონ ოქსიდები. ვიქრობ ,რომ გაკვეთილის თემა
და მიზანი სრულიად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს ,რადგან საგნის
სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლეს უნდა შეეძლოს ნივთიერებების კლასიფიკაცია. გაკვეთილის გემა შედგენილია სასწავლო თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით ქიმიაში და სრულიად შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(
დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
(წთ)
|
1
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისთვის.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ესალმება
კლასს და აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.
|
მთელი
კლასი
|
საკლასო ჟურნალი, კალამი.
|
2
წთ
|
|
2
|
აქტივობის
მიზანი:
განწყობის შექმნა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეთა მოტივაციის შესაქმნელად და პოზიტიური საგაკვეთილო განწყობისთვის
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს შეავსონ კროსვორდი, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები დაასახელებენ გაკვეთილის თემას.
|
მოტივაციის
ამაღლება
|
ინდივიდუალური
|
კროსვორდი,
კალმები.
|
5
წთ
|
3
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეები ნათლად წარმოიდგენენ რა არის
გაკვეთილის მთავარი მიზანი და რა კრიტერიუმით შეფასდებიან.
ქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს
გაკვეთილის მიზანს და შეფასების
კრიტერიუმებს და მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ აქტივობებს.
|
ინეტერაქტიული
მინი ლექცია.
|
მთელ
კლასი
|
ფლიფჩარტი,
მარკერი, შეფასების რუბრიკა.
|
2წთ
|
4
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა წინარე ცოდნის
გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:
მაგიდაზე დალაგებულია ოქსიდების ნიმუშები.
წინარე ცოდნის გააქტიურების
მიზნით მასწავლებელი სვამს შეკითხვებს :
·
რას ეწოდება ოქსიდი?
·
ოქსიდი მარტივი ნივთიერებაა თუ რთული?
·
შეიძლება თუ რა ერთი და იმავე ელემენტმა წარმოქმნას ორი ან მეტი ოქსიდი?
·
რას იტყვით ოქსიდების
ფერზე და აგრეგატულ მდგომარეობაზე?
·
რამდენ ჯგუფად დავყავით ოქსიდები მერვე კლასში?
·
რა დედო საფუძვლად ოქსიდების
დაყოფას მჟავა და ფუძე ოქსიდებად?
|
კითხვა-
პასუხი.
|
მთელი
კლასი
|
CuO, CaO, MnO2,MgO,წყალი.
გამოსაძახებელი
ჩხირები.
|
5
წთ
|
5
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ახალი მასალის გააზრება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სქემის გამოყენებით მოსწავლეებს ესაუბრება
ოქსიდებზე, მათ ნომენკლატურაზე, გავრცელებაზე ბუნებაში და ფიზიკურ თვისებებზე. მასწავლებელი
უხსნის მოსწავლეებს თუ როგორ უნდა აწარმოონ რაოდენობრივი გამოთვლები ოქსიდის ფორმულის
დასადგენად.
|
ინტერაქტიული მინი ლექცია
|
მთელი
კლასი
|
ფლიფჩარტი,
მარკერები, დაფაცარცი.
|
8
წთ
|
6
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლემ
შეძლოს ოქსიდების კლასიფიკაცია . ოქსიდების მოდელების აგება. ვალენტობის მიხედვით
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს წყვილებში შეასრულონ დავალება, რომელიც
მოცემულია ფლიფჩარტზე და გაკრულია დაფაზე.
მოსწავლეებმა უნდა დააჯგუფონ მოცემული ოქსიდები
ფუძე , მჟავა და ამფოტერულ ოქსიდებად, ააგონ
ოქსიდების მოდელები და დაწერონ გრაფიკული
ფორმულები. (SO2,SO3, P2O5,CuO,Fe2O3.).მასწავლებელი ფერადი ბარათების გამოყენებით მიხვდება
გაართვეს თუ რა მოსწავლეებმა დავალებას თავი. მასწავლებელი გამოსაძახებელი ჩხირების
მეთოდით შეამოწმებს მოსწავლეთა პასუხებს.
|
პრაქტიკული
მუშაობა
|
წყვილებში
|
თაბახები,
მარკერები, ბურთულ -ღეროვანი მოდელები,ფერადი ბარათები. გამოსაძახებელი ჩხირები.
ფლიფჩარტი .
|
6
წთ
|
7
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლემ
შეძლოს რაოდენობრივი გამოთვლებით ოქსიდების ფორმულის დადგენა.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს დაყოფს ოთხ ჯგუფად და აძლევს დავალებას, თითო ჯგუფს ეძლევა ერთი
ტიპის სხვადასხვა ამოცანა : მონაცემების
მიხედვით დაადგინონ ოქსიდის ფორმულა.
|
პროცენტული
მონაცემებით ოქსიდის ფორმულის დადგენა
|
თაბახის ფურცლებზე დაწერილი ამოცანები.
კალმები.
( ამოცანები სრულად შეესაბამება გაკვეთილის
მიზანს და ხელს შეუწყობს მოსწავლეების ცოდნის გამტკიცებას.)
|
5
წთ
|
|
8
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ნამუშევრის წარმოდგენა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფის
მიერ არჩეული პრეზენტატორი.
|
ფლიფჩარტი,
მარკერი.
|
8
წთ
|
9
|
აქტივობის აღწერა:
განმავითარებელი შეფასება განხორციელდება კომენტარებით
და თვითშეფასების რუბრიკით.
მოსწავლეები შეფასდებიან აგრეთვე განმსაზღვრელი შეფასებით.
|
მთელი
კლასი
|
3
წთ
|
||
10
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა სახლში იმუშაონ განხილულ მასალაზე განმტკიცების
მიზნით.
აქტივობის აღწერა:
საშინაო დავალების განსაზღვრა. მასწავლებელი მოსწავლეებს
დაურიგებს სასწავლო მენიუს ფორმის საშინაო დავალებას, სადაც მითითებული იქნება სავალდებულო,
არჩევითი და შეთანხმებადი ბლოკები.
დავალების დარიგების
შემდეგ სთხოვს , რომ ფერადი ბარათებით ანიშნონ
გაიგეს თუ არა რა აქვთ შესასრულებელი დავალება.
|
ინტერაქტიული მინი ლექცია
|
მთელი
კლასი
|
სასწავლო
მენიუ.
(საშინაო დავალება მენიუს ფორმით შედგენილია გაკვეთილის
თემის და მიზნის შესაბამისად. ის ხელს შეუწყობს მომდენო გაკვეთილზე მოსწავლეების
წინარე ცოდნის შემოწმებას.)
ფერადი
ბარათები.
|
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ადგენს ოქსიდების
ფორმულებს ვალენტობის მიხედით ,მსჯელობს მათ ნომენკლატურაზე და ფიზიკურ თვისებებზე.
აწარმოებს რაოდენობრივ გამოთვლებს ოქსიდის ფორმულის დასადგენად.
კავშირი ესგ-თან:
ქიმ.IX.5.მოსწავლეს
შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების
კვლევა.
- განასხვავებს მჟავა
და ფუძე ოქსიდებს; მსჯელობს მათ ქიმიურ თვისებებზე (ფუძე ოქსიდები შეესაბამება
ფუძეებს, მჟავა ოქსიდები - მჟავებს);
ქიმ.IX.9.მოსწავლეს შეუძლია
აწარმოოს რაოდენობრივი გამოთვლები ქიმიური ამოცანის გადასაჭრელად.
- აწარმოებს რაოდენობრივ
გამოთვლებს სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადასაჭრელად (მაგ., უცნობი ნივთიერების გამოკვლევა, მისი ფორმულის დადგენა);
შეფასება:
ამოცანის შეფასება:
შეფასების კრიტერიუმები
|
||||
ამოხსნისათვის საჭირო მონაცემების ჩაწერა
|
ჟანგბადის პროცენტული შემცველობის დადგენა ოქსიდში
|
ატომთა თანაფარდობის დადგენა ფორმულის გამოყენებით
|
სწორი ფორმულის დადგენა
|
მაქსიმალური ქულა
|
2 ქულა
|
2 ქულა
|
3 ქულა
|
3 ქულა
|
ჯგუფის თითოეული წევრის თვითშეფასების სქემა
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
|
ყოველთვის,
ზოგჯერ, არასოდეს
|
როცა სხვა ლაპარაკობს, ვუსმენ
ყურადღებით
|
ყოველთვის,
ზოგჯერ , არასოდეს
|
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
|
ყოველთვის, ზოგჯერ , არასოდეს
|
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
|
ყოველთვის,
ზოგჯერ , არასოდეს
|
ვიცი, რომ კამათი ჩხუბში არ უნდა
გადაიზარდოს
|
ყოველთვის,
ზოგჯერ , არასოდეს
|
ვიცავ დროის ლიმიტს
|
ყოველთვის, ზოგჯერ , არასოდეს
|
გაკვეთილის გეგმა 4
მასწავლებლის სახელი გვარი
- მირანდა დანელია
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური /კლასი--საბაზო , IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა:
ოქსიდების ქიმიური თვისებები
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს ექსპერიმენტის ჩატარება უსაფრთხოების
წესების დაცვით და დაკვირვების საფუძველზე ოქსიდების ქიმიური თვისებების გაცნობა. მონაცემების
აღრიცხვა, გაანალიზება, რეაქციის ტოლობების ჩაწერა და დასკვნების გამოტანა.
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
მეცხრე კლასის საგნობრივი პროგრამა ქიმიაში მოითხოვს
ოქსიდების ქიმიური თვისებების შესწავლას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ცდის ჩატარება და ექსპერიმენტული მონაცემების შეგროვების
საფუძველზე დასკვნების გაკეთება. ვიქრობ ,რომ გაკვეთილის თემა და მიზანი სრულიად შეესაბამება
ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს . გაკვეთილის გემა შედგენილია სასწავლო თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით ქიმიაში და შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(
დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო(წთ)
|
1
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისთვის.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ესალმება
კლასს და აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.
|
საკლასო ჟურნალი, კალამი.
|
2
წთ
|
||
2
|
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები ნათლად
წარმოიდგენენ რა არის გაკვეთილის თემა, მთავარი მიზანი და რა კრიტერიუმით
შეფასდებიან.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს გაკვეთილის თემას
,მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს,
აგრეთვე მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ
აქტივობებს.
|
ინეტერაქტიული
მინი ლექცია.
|
მთელი
კლასი
|
ფლიფჩარტი,
მარკერი, შეფასების რუბრიკა.
|
2
წთ
|
3
|
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა წინარე ცოდნის
შემოწმება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს
უმოწმებს სასწავლო მენიუს ტიპის საშინაო დავალებას.
მოსწავლეებს მერხებზე
ხვდებათ სამი სხვადასხვა ფერის პატარა ფურცელი, მათი გამოყენებით მასწავლებელი მიიღებს უკუკავშირს მათი გაგების დონის შესახებ შესაბამისი
ფერის ჩვენებით (ამ მეთოდის ახსნა არ დაჭირდებათ, რადგან ეს მათთვის უკვე ნაცნობია.)
დაფასთან გამოვა და სავარჯიშოს დაწერს იმ მოსწავლეთაგან ერთ-ერთი, ვინც წითელ ბარათს
აწევს. ყვითელი ბარათის შემთხვევაში მასწავლებელი დასვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს.
|
წინარე
ცოდნის გააქტიურება საშინაო დავალების შემოწმებით.
|
მთელი
კლასი
|
სასწავლო
მენიუს ტიპის საშინაო დავალება, დაფა, ცარცი, კალმები.
(
მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე მიეცათ დავალება , რომლის განხილვის საშუალებითაც მასწავლებელი
გააქტიურებს მათ წინარე ცოდნას.)
|
5
წთ
|
4
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა დაინტერესება შესასწავლი საკითხით.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
ახსენებს მოსწავლეებს, რომ ოქსიდების კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ოქსიდების
ქიმიური თვისებები და სთხოვს მათ ივარაუდონ, თუ
რა თვისებით შეიძლება
განსხვავდებოდნენ ოქსიდები ერთმანეთისგან?
მოსწავლეები გამოთქვამენ
ვარაუდს, რომ შესაძლებელია ოქსიდები განსხვავდებოდეს წყალში გახსნის უნარით.
გამოთქმული ვარაუდების სისწორეს ადასტურებენ ექსპერიმენტით.
|
ვარაუდების
გამოთქმა
|
მთელი
კლასი
|
დაფა,
ცარცი.
|
3
წთ
|
5
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეები შეძლებენ საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით ცდის ჩატარებას.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებმა
იციან
ოქმის
შევსების
პრინციპი
და
წარმოდგენა
აქვთ
იმ
ნივთიერებებზე,
რომელსაც
გამოიყენებენ
ცდების
ჩატარებისას.
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ოთხ ჯგუფად და აძლევს ინსტრუქციას დავალებისთვის და ცდის ოქმებს.
დავლება I და II ჯგუფისთვის მცირეოდენი
CaO სა დაCuO- ს ფხვნილი ჩაყარონ ცალ -ცალკე ქიმიურ ჭიქაში .
დაასხან წყალი და მოურიონ. შემდეგ ორივე
ჭიქაში ლაკმუსის ქაღალდით შეამოწმონ ტუტე არესთვის დამახასიათებელი
შეფერვა. მოსწავლეები
ფოსფორ (V)
ოქსიდის წყალთან რეაქციას ნახავენ კომპიუტერში. (
რეაქტივის უქონლობის გამო) https://www.youtube.com/watch?v=8DtWh-6oNWY
მცირეოდენ
SiO2 -ს ჩაყრიან ქიმიურ ჭიქაში დაასხამენ წყალს და ასევე ინდიკატორით შეამოწმებენ .
დავალება III და IV ჯგუფისთვის
მოსწავლეები სპილენძის ოქსიდის ფხვნილს ამატებენ
გოგირდმჟავას და ღებულობენ ცისფერ ხსნარს, შაბიამანს.
მოსწავლეები
სინჯარაში ჩაასხამენ კალციუმის ჰიდროქსიდის ხსნარს და გაატარებენ მასში
ნახშირორჟანგს. კირიანი წყალი აიმღვრევა წყალში უხსნადი კალციუმის კარბონატის
წარმოქმნის გამო.
|
ექსპერიმენტი
|
ჯგუფები
|
კომპიუტერი,
პროექტორი,
ხმის გამაძლიერებელი. ინსტრუქცია და ცდის ოქმები,
CaO, CuO, H2SO4 ,
ინდიკატორი, ქიმიური ჭიქები, სინჯარები,
შტატივი, სპირტქურა, კოქტეილის ჩხირი, ასანთი, კოლბა წყალით, ხელთათმანები, პირბადე,
გოგირდმჟავა,
კალმები.
|
15წთ
|
6
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ნამუშევრის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფები
ექსპერიმენტზე დაკვირვების, ანალიზის
შემდეგ აკეთებენ დასკვნებს, მსჯელობენ, ადგენენ ოქსიდების ქიმიური თვისებების
ამსახველ რეაქციათა ტოლობებს. შესრულებულ სამუშაოს წარადგენენ პრეზენტაციის
სახით.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფის
მიერ შერჩეული პრეზენტატორები.
|
მოსწავლეთა
ნამუშევრები
|
12
წთ
|
7
|
აქტივობის აღწერა:
მასწავლებლის მიერ გაკვეთილის შეჯამება /შეფასება.
მასწავლებელი შეაჯამებს გაკვეთილს მოსწავლეების დახმარებით
,ისინი ერთობლივად შეავსებენ სქემას.
ამის შემდეგ
მოსწავლეები შეაფასებენ გაკვეთილს დიაგრამის გამოყენებით. შეფასდებიან აგრეთვე განმსაზღვრელი შეფასებით(
ლაბორატორიული ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკით.)
|
მთელი
კლასი.
|
ფლიფჩარტი,
მარკერი, სქემა, დიაგრამა.
|
5
წთ
|
|
8
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა სახლში იმუშაონ განხილულ მასალაზე განმტკიცების
მიზნით.
აქტივობის აღწერა:
საშინაო დავალების განსაზღვრა.
მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ დავალება სახელმძღვანელოდან .
გვ.45 N1,2,3. დავალება.
|
ინეტერაქტიული
მინი ლექცია.
|
მთელი
კლასი
|
სახელძღვანელო
ქიმიაში .ავტორი : გიული ანდრონიკაშვილი
|
1
წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
იცის ოქსიდების
ქიმიური თვისებები, წერს რეაქციის ტოლობებს, ატარებს ექსპერიმენტს, გაანალიზებს მიღებულ
შედეგებს.
კავშირი ესგ-სთან:
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია
კვლევითი პროცედურის
განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
- იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების
დაცვით;
·
აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს;
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
- აანალიზებს მონაცემებს და
გამოიტანს დასკვნებს;
ქიმ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.
- განასხვავებს მჟავა
და ფუძე ოქსიდებს; მსჯელობს მათ ქიმიურ თვისებებზე (ფუძე ოქსიდები შეესაბამება
ფუძეებს, მჟავა ოქსიდები - მჟავებს);
შეფასება:
ლაბორატორიული ექსპერიმენტის შეფასების რუბრიკა
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-10
|
ექსპერიმენტს გეგმავს არასწორად , ვერ თვლის კვლევის
ეტაპებს, ვერ აყალიბებს ვარაუდებს, ჩანაწერები ქაოსურია და უზუსტო.
|
ექსპერიმენტს გეგმავს არასწორად, ხარვეზებით. არასწორად
ჩამოთვლის კვლევის ეტაპებს. აყალიბებს , მაგრამ ვერ ასაბუთებს თავის ვარაუდს. ჩანაწერები
სუსტადაა ორგანიზებული.
|
ექსპერიმენტს გეგმავს მცირე ხარვეზებით , კვლევის
ეტაპებს ჩამოთვლის მცირე უზუსტობით, თუმცა ასაბუთებს თავის ვარაუდს, ჩანაწერები ხარვეზებითაა
შევსებული.
|
ექსპერიმენტს გეგმავს სწორად , ნათლად გამოყოფს კვლევის
ეტაპებს, კარგად აყალიბებს ვარაუდებს, ჩანაწერები კარგადაა ორგანიზებული.
|
|
გაკვეთილის გეგმა 5
მასწავლებლის სახელი გვარი
- მირანდა დანელ
საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური /კლასი---საბაზო, IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 21
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე
კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა:
ამფოტერული ოქსიდები
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლე შეძლებს პერიოდული სისტემის
გამოყენებით ამფოტერული მეტალებისა და მათი ოქსიდების დახასიათებას.
·
ამფოტერობის ცნების განმარტებას.
·
ქიმიური რეაქციის ტოლობების შედგენას.
·
მსჯელობას და დასკვნების გამოტანას.
გაკვეთილის თემისა
და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
მეცხრე კლასის საგნობრივი პროგრამის შინაარსი ქიმიაში
მოითხოვს ამფოტერობის ცნების შესწავლას. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ იმსჯელონ ამფოტერული ოქსიდების ქიმიურ თვისებებზე
, შეადგინონ რეაქციის ტოლობები და გამოიტანონ დასკვნები. ვიქრობ ,რომ გაკვეთილის თემა
და მიზანი სრულიად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს . გაკვეთილის გემა
შედგენილია სასწავლო თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით ქიმიაში და შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(
დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო(წთ)
|
1
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისთვის.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი ესალმება კლასს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.
|
საკლასო ჟურნალი, კალამი.
|
2წთ
|
||
2
|
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეები ნათლად
წარმოიდგენენ თუ რა კრიტერიუმით შეფასდებიან.
აქტივობის აღწერა:
მოტივაციის ამაღლების მიზნით მოსწავლეებს მერხებზე
ხვდებათ დალაგებული თვითშეფასების ნახატი ,,კაცუნები ხეზე“. მასწავლებელი
მოსწავლეებს გააცნობს შეფასების კრიტერიუმებს და სთხოვს თვითშეფასების
რუბრიკიდან უპასუხონ მხოლოდ პირველ შეკითხვას.
|
ინეტერაქტიული
მინი ლექცია.
|
მთელი
კლასი
|
ფლიფჩარტი,
მარკერი, შეფასების რუბრიკა.
|
4წთ
|
3
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმება.
აქტივობის აღწერა:
წინარე
ცოდნის გასააქტიურებლად მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს სურათს ბაყაყის
გამოსახულებით და სთხოვს მათ გაიხსენონ თუ რომელ კლასს მიეკუთვნება ის.
მოსწავლეები იხსენებენ რომ ბაყაყი მიეკუთვნება ამფიბიების კლასს , მასწავლებელი
სთხოვს აგრეთვე გაიხსენონ ისტორიიდან
,თუ რა ქვია ძირწვეტიან ორყურა ჭურჭელს ,რომელსაც ძველი ბერძნები ძირითადად
ღვინის ან ზეითუნის ჩასასხმელად იყენებდნენ. მოსწავლეები იხსენებენ ,რომ ასეთ
ჭურჭელს ამფორა ქვია. მასწავლებელი
განმარტავს ,რომ ამფოტერული ბერძნულად ორმაგს ნიშნავს და სვამს კითხვას:
რა შუაშია აქ ქიმია ?
მოსწავლეები წინარე ცოდნიდან გამომდინარე
მსჯელობენ ,რომ მარილწარმომქმნელი
ოქსიდები იყოფა სამ ჯგუფად და მათ შორის არის ამფოტერული ოქსიდებიც.
ვარაუდობენ, რომ ამ ოქსიდების სახელწოდებაც
|
ვარაუდების
გამოთქმა, რეაქციის ტოლობების დასრულება.
|
მთელი
კლასი,
ინდივიდუალური.
|
ფერადი
ნახატები, დაფა, ფერადი ცარცი. ფლიფჩარტი.
|
8
წთ
|
მიგვანიშნებს მათ ორმაგ ბუნებაზე.
მოსწავლეების პასუხის შემდეგ მასწავლებელი მათ განუმარტავს
გაკვეთილის თემას და მიზანს.
მასწავლებელი დაფაზე წერს
რეაქციის ტოლობებს ფერადი ცარცით, იმ
ფერებში რა ფერსაც ღებულობს მოცეული
ნივთიერებების წყალხსნარში იისფერი ლაკმუსი და ჩხირების მეთოდით იძახებს
მოსწავლეებს დაფასთან, რომლებიც წერენ შესაბამისი რეაქციის ტოლობებს:
ფუძე ოქსიდს + მჟავა = მარილი+ წყალი
მჟავა ოქსიდს + ტუტე = მარილი+ წყალი
|
|||||
4
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეთა დაინტერესება შესასწავლი საკითხით.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სქემის
გამოყენებით ატარებს მინი ლექციას თემაზე: ელემენტების ამფოტერობა და ამფოტერული
ოქსიდები.
·
|
ინტერაქტიული
მინი ლექცია
|
მთელი
კლასი
|
დაფა,
ცარცი, სქემა.
|
7
წთ
|
5
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ არგუმენტირებული მსჯელობა.
აქტივობის აღწერა:
მასალის გამტკიცებისთვის
მასწავლებელი მოსწავლეებს
ყოფს ოთხ ჯგუფად და აძლევს ინსტრუქციას. მოსწავლეებს დაურიგდებათ ტექსტი დავალებისთვის
. მათ მმმ სტრატეგიის გამოყენებით უნდა უპასუხონ არსებით კითხვას?
|
მმმ
სტრატეგია
|
ჯგუფები
|
ფლიფჩარტი მოცემული დავალებით, მარკერები.
(
მმმ სტრატეგიისთვის გამოყენებულია ტექსტი რომელიც სრულად შეესაბამება გაკვეთილის
მიზანს. ტექსტი ეხება ამფოტერულ ოქსიდებს)
|
8წთ
|
6
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ ნამუშევრის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია .
ჯგუფები
შეირჩევა გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფის
მიერ შერჩეული პრეზენტატორები.
|
მოსწავლეთა
ნამუშევრები
|
12
წთ
|
7
|
აქტივობის აღწერა:
შეფასება/თვითშეფასება. მოსწავლეები შეფასდებიან მმმ სტრატეგიით შესრულებული დავალების შეფასების სქემით.
მოსწავლეებმა
გაკვეთილის ბოლოს თვითშეფასების ნახატი: ,,კაცუნები ხეზე“ უნდა უპასუხონ მეორე შეკითხვას
და შეადარონ პირველი და მეორე კითხვის პასუხები ერთმანეთს.
|
ინდივიდუალური
|
შეფასების
რუბრიკა
|
3
წთ
|
|
8
|
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებმა სახლში იმუშაონ განხილულ მასალაზე განმტკიცების
მიზნით.
აქტივობის აღწერა:
საშინაო დავალების განსაზღვრა.
მოსწავლეებს დაურიგდებათ
სასწავლო მენიუს ფორმის საშინაო დავალება,
სადაც მითითებული იქნება სავალდებულო, არჩევითი და შეთანხმებადი ბლოკები.
დავალების დარიგების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს ცერებით ანიშნონ
გაიგეს თუ რა დავალება.
|
ინეტერაქტიული
მინი ლექცია.
|
ინდივიდუალური
|
სასწავლო
მენიუს ფორმის საშინაო დავალება
(საშინაო
დავალება მენიუს ფორმით შედგენილია გაკვეთილის თემის და მიზნის შესაბამისად. ის ხელს
შეუწყობს მომდენო გაკვეთილზე მოსწავლეების
წინარე ცოდნის შემოწმებას.)
|
1
წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
იცის რა განაპირობებს ოქსიდების ამფოტერობას, წერს რეაქციის
ტოლობებს. აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს.
კავშირი ესგ-სთან:
ქიმ.IX.5.მოსწავლეს შეუძლია მეტალთა და არამეტალთა თვისებების კვლევა.
- განასხვავებს მჟავა და ფუძე
ოქსიდებს; მსჯელობს მათ ქიმიურ თვისებებზე (ფუძე ოქსიდები შეესაბამება ფუძეებს,
მჟავა ოქსიდები - მჟავებს);
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი
და შეფასება.
·
აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს
დასკვნებს;
შეფასება:
მოსწავლის სახელი ,გვარი:---------------------
კაცუნების ხეზე -სურათზე გამოსახული ხე პირობითად განასახიერებს
, გაკვეთილს რომელზეც იმყოფები, დააკვირდი სურათს და უპასუხე კითხვებს:
1.მოლოდინი: დღევანდელ გაკვეთილში შენი თავი რომელ კაცუნად
წარმოგიდგენია? მიუთითე შესაბამისი კაცუნას ნომერი.
2. შენი აზრით, რეალურად ,რომელი კაცუნა იყავი გაკვეთილზე? მიუთითე შესაბამისი კაცუნას ნომერი.
მმმ სტრატეგიით შესრულებული დავალების შეფასების სქემა
N
|
მტკიცება
დებულება ან დასკვნა, რომელიც პასუხს სცემს საწყის კითხვას/პრობლემას.
|
მტკიცებულება
სამეცნიერო მონაცემები, რომელსაც ეფუძნება მტკიცება. მონაცემები უნდა იყოს შესაბამისი, საკმაო და სანდო იმისთვის, რომ გაამყაროს მტკიცება.
|
მსჯელობა
ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, რომელიც მტკიცებულებას უკავშირებს მტკიცებას.
მსჯელობა გვიჩვენებს, რატომ ითვლება კონკრეტული მონაცემები მტკიცებულებად.
|
|
1
|
ვერ
წარმოადგენს მტკიცებას /ან წარმოადგენს არასწორ მტკიცებას.
|
არ წარმოადგენს მტკიცებულებას ან წარმოადგენს მხოლოდ შეუსაბამო ან ბუნდოვან მტკიცებულებას.
|
მოკლებულია მსჯელობის ნაწილს ან წარმოადგენს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან, ლოგიკას მოკლებულ მსჯელობას.
|
დაბალი
|
2
|
წარმოადგენს სწორ, მაგრამ ბუნდოვან და/ან არასრულ მტკიცებას.
|
წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი.
|
იმეორებს მტკიცებულებას და უკავშირებს მას მტკიცებას, მაგრამ მსჯელობა ნაკლებად ლოგიკურია.
|
საშუალო
|
3
|
წარმოადგენს სწორ, მკაფიო და სრულ მტკიცებას.
|
წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია. განიხილავს შესწავლილ მოვლენას სიღრმისეულად.
|
მსჯელობა ლოგიკური და გამართულია, მტკიცებულება დაკავშირებულია მტკიცებასთან და ახსნილია მათ შორის კავშირი.
|
მაღალი
|
No comments:
Post a Comment