ინტეგრირებული სამოდელო
გაკვეთილის გეგმა
|
||||
მასწავლებელი:
მირანდა დანელია
|
||||
საგანი: ქიმია -ბიოლოგია
|
კლასი: VIII
|
|||
თემა: ქიმიური ელემენტები
ჩვენს გარშემო და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
|
დრო:45 წთ
|
|||
მოსწავლეთა პროფილი:
კლაში
16 მოსწავლეა. სსსმ მოსწავლე კლასში არ
არის.
|
||||
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლეებმა შეძლონ პერიოდული სისტემის
გამოყენებით მოიპოვონ ინფორმაცია ნებისმიერი ქიმიური ელემენტის შესახებ.
·
იმსჯელონ იმ ძირითადი ელემენტების შესახებ , რომლებსაც შეიცავს ადამიანის
ორგანიზმი.
·
აღწერონ საფრთხე, რასაც უქმნის ადამიანის ორგანიზმს ქიმიური ელემენტების ნაკლებობა.
·
განუვითარდეთ ინფორმაციის დახარისხების
და მონაცემთა ანალიზის უნარი.
·
გააცნობიერონ ჯანსაღი ცხოვრების
წესის მნიშვნელობა.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეს
შეუძლია ნებისმიერი ელემენტის შესახებ ინფორმაციის
მოპოვება და მის შესაძლო თვისებებზე მსჯელობა. აანალიზებს საკვებში ამა თუ იმ ელემენტის შემცველობის
მნიშვნელობას. აცნობიერებს ჯანსაღი ცხოვრების წესის პრიორიტეტებს. პრობლემებს განიხილავს განსხვავებულ ჭრილში . შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ხერხი მონაცემთა
წარმოსადგენად; მოსწავლეს შეუძლია საკუთარი აზრის ჩამოყალიბება.
|
||||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქიმ.VIII.10.მოსწავლეს შეუძლია პერიოდული სისტემის
გამოყენებით ქიმიური ელემენტების დახასიათება.
· იყენებს პერიოდულ სისტემას
ნებისმიერი ელემენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად (მაგ., რიგითი ნომერი,
პერიოდის ნომერი, ატომური მასა);
· გამოთქვამს ვარაუდს უცნობი
ელემენტის შესაძლო თვისებების შესახებ
პერიოდულ სისტემაში მისი მდებარეობის მიხედვით;
კვ კვლ. VIII.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
კვლ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ბიოლ.VIII.9.
მოსწავლეს
შეუძლია გააანალიზოს ადამიანისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
|
||||
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებმა იციან:
იცნობენ
ქიმიურ ელემენტებს, მათი გავრცელების არეალს
ბუნებაში. იცნობენ ნაერთთა კლასებს. იცნობენ
პერიოდული სისტემის სტრუქტურას. იციან ყოფა-ცხოვრებაში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების მაგალითები.
აცნობიერებენ ადამიანისთვის ჯანსაღი საკვები პროდუქტების მნიშვნელობას .
|
||||
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი:
განმავითარებელ შეფასებას განვახორციელებ თვითშეფასების ანკეტით და განმავითარებელი კომენტარებით.
|
განმსაზღვრელი:
გაკვეთილზე გამოვიყენებ პრეზენტაციის განმსაზღვრელ შეფასებას, სპეციალური რუბრიკით.
|
|||
სასწავლო მასალა და რესურსი:
მულტიმედია, ტექსტი, ინტერნეტ
რესურსი, თაბახის ფურცლები, დაფა ,მარკერები, სახელმძღვანელო, პერიოდული სისტემა,
პროექტორი, ხმის გამაძლიერებლები.
|
||||
შესავალი : მოსწავლეებისათვის
გაკვეთილის თემისა და გეგმის წარდგენა.
გაკვეთილის დასაწყისში პედაგოგი ქმნის, ძირითად ჯგუფებს არაუმეტეს
ოთხი მოსწავლისა თითოეულ ჯგუფში. ჯგუფების დაკომპლექტებისას პედაგოგი
ითვალისწინებს, მოსწავლეთა შესაძლებლობებს და უნარ-ჩვევებს, რაც ხელს შეუწყობს
თანამშრომლობით მუშაობაში.
აქტივობა N1
(1 წთ)
გონებრივი რუკა . ( მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა
შეძლონ წინარე ცოდნის გამოყენებით დაასახელონ დედამიწის ქერქში და ადამიანის
ორგანიზმში შემავალი ქიმიური ელემენტები.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი
ცოდნის გააქტიურების მიზნით იყენებს
ასოციაციურ რუკას. წერს დაფაზე ორ
სხვადასხვა მხარეს სიტყვებს ,,ორგანიზმი“ და ,,დედამიწა“ სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ ის
ქიმიური ელემენტები, რომელსაც მათი აზრით ადამიანის ორგანიზმი და დედამიწა
შეიცავს. მოსწავლეები იხსენებენ
მათთვის ნაცნობ ელემენტებს და შესაბამისად
ორი ასოციაციური რუკა პარალელურად ივსება.
აქტივობა N2
(4 წთ)
ელემენტების დახასიათება
.(ჯგუფური მუშაობა)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ პერიოდული სისტემის გამოყენებით ელემენტების დახასიათება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ჯგუფებში დაახასიათონ ორ-ორი ქიმიური ელემენტი პერიოდული სისტემის გამოყენებით .(მაგ.,
რიგითი ნომერი, პერიოდის ნომერი, ატომური მასა); მოსწავლეები ნამუშევრებს აკრავენ დაფაზე. შემდეგ
ჩხირების მეთოდით შერჩეული ერთ-ერთი ჯგუფის
წარმომადგენელი მასწავლებლის
დახმარებით მსჯელობს ელემენტების შესაძლო ქიმიურ თვისებებზე.
აქტივობა N3
(4 წთ)
მონაცემთა
ანალიზი (ჯგუფური მუშაობა)
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა
მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლონ
მონაცემების ანალიზი და მათი წარმოდგენა სვეტოვანი დიაგრამის სახით.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგებს
მონაცემებს დედამიწაში და ორგანიზმში ქიმიური
ელემენტების პროცენტული შემადგენლობის შესახებ და სთხოვს მათ წარმოადგინონ მათი
შემცველობა სვეტოვანი დიაგრამის სახით,
აგრეთვე იმსჯელონ მათ შორის მსგავსება განსხვავებაზე.
მოსწავლეები ქმნიან დიაგრამას. მსჯელობენ იმაზე ,რომ ქიმიური ელემენტების შემცველობის მხრივ, განსხვავება ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას შორის არ შეიმჩნევა. თუმცა, რაოდენობრივი
შემცველობის თვალსაზრისით, განსხვავება ამ ორ სამყაროს შორის ძალიან დიდია. მოსწავლეები ნამუშევარს გააკრავენ დაფაზე. პრეზენტაციას
აკეთებს ერთი რომელიმე ჯგუფის
წარმომადგენელი ( შეირჩევა ჩხირების მეთოდით).
აქტივობა N4 (4 წთ) ( მთელი კლასი)
მინი ლექცია თემაზე: ,,ქიმიური ელემენტების მნიშვნელობა.“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ გაანალიზონ თუ რომელ ქიმიურ
ელემენტს რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის .
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ PowerPoint -ში მომზადებული პრეზენტაციის საშუალებით
აცნობს თუ რომელ ელემენტს რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმისთვის და რომელი
საკვები შეიცავს მათ.
აქტივობა N5
ჯიგსოუს
ტექნიკა. (10 წთ) (ჯგუფებში)
აქტივობის მიზანი:
კომუნიკაციის და თანამშრომლობითი უნარების განვითარება . მეტაკოგნიტური აზროვნების
განვითარების ხელშეწყობა .
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებმა ჯიგსოუს
მეთოდის გამოყენებით უნდა იმუშაონ ჯგუფურად. ამიტომ მასწავლებელი ჯგუფებს
სთხოვს გაითვალონ 1-4 – ზე. ჯგუფის ყველა 1–ელი ნომერი დაჯდეს ერთად, ყველა მე-2 – ერთად და ა.შ. (შეიქმნა ისევ
4 ჯგუფი)
თითოეულ ჯგუფის წევრს მასწავლებელი
აძლევს სტატიის
მონაკვეთს. ჯგუფის წევრებს ევალებათ ტექსტისა და
პრეზენტაციის დახმარებით
ერთობლივად იმუშაონ და გამოიტანონ დასკვნა , რომელიც გამყარებული იქნება საკუთარი
მოსაზრებებით და დასაბუთებული, სხვადასხვა არგუმენტებით.
განსაზღვრული დროის შემდეგ
მასწავლებელი სთხოვს ჯგუფის
ყველა წევრს დაუბრუნდნენ საკუთარ ჯგუფს (ისევ შედგება ოთხი ჯგუფი) და გააცნონ ერთმანეთს განხილული
თემები . პარალელურად მასწავლებელი ურიგებს ფურცლებს სადაც მოცემულია კითხვები ტექსტის
შესაბამისად და ასევე პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკას ,რათა წინასწარ გაითვალისწინონ ის კრიტერიუმები რითიც
საბოლოოდ შეფასდებიან.
თითოეული მოსწავლე ახალ ჯგუფთან ერთად განიხილავს თავის მიერ
დამუშავებულ სტატიას.
ჯგუფის წევრები ერთმანეთისგან
იღებენ ახალ ინფორმაციას. ნაწილთა ერთმანეთისთვის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები ამ ნაწილებს აერთიანებენ და დასამუშავებელ თემას ერთ მთლიანობად მოიაზრებენ. ჯგუფების
მუშაობის პროცესს აკვირდება მასწავლებელი დაკვირვების ფურცლის დახმარებით, სადაც
ნიშნავს ყველა ჯგუფის სუსტ და ძლიერ მხარეებს.
აქტივობა N6
პრეზენტაცია
-
( 8 წთ ) თითო პრეზენტატორს 2 წუთი
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ
შეძლოს პრობლემის გააზრება და პრობლემის გადაჭრის შემოთავაზებული გზის გაცნობიერება.
აქტივობის
აღწერა: დავალების
შესრულების შემდეგ მასწავლებელი შერჩევითობის პრინციპით (ჩხირების
მეთოდით)აირჩევს ჯგუფიდან ერთ წევრს - პეზენტატორი
შევსებული კითხვარის გამოყენებით
გააკეთებს პრეზენტაციას. თითოეული
პრეზენტატორი შეფასდება ქულით იმ რუბრიკის გამოყენებით რითიც
ხელმძღვანელობდნენ ჯგუფები მუშოაბის დროს. (შეფასების რუბრიკა
გაკრულია კედელზეც) მასწავლებელი შეახსენებს , რომ ყველა პრეზენტატორს
განსაზღვრული აქვს 2 წუთი.
აქტივობა N7 (ჯგუფური)
როლური
თამაში ( 5 წთ)
აქტივობის მიზანი:
სხვა ადამიანის როლის თამაშით მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემას განსხვავებული კუთხით
შეხედონ , რაც მათ თვალსაწიერსა და მაღლ სააზროვნო უნარებს განუვითარებს ( ემპათიის
/თანაგრძნობის უნარის განვითარება)
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი ფარული კენჭისყრით ჯგუფებში
ირჩევს ექიმებს-4 ექიმი ( კარდიოლოგი, ტრავმატოლოგი, სტომატოლოგი, ენდოკრინოლოგი.)მოსწავლეები-
პაციენტები- ღებულობენ რჩევებს თუ როგორი უნდა იყოს მათი ცხოვრების წესი და რომელი
ელემენტებით გაჯერებული პროდუქტი უნდა მიიღონ შესაბამისი პრობლემების დასაძლევად
.ექიმი რჩევებს წერს სპეციალურ ფურცელზე, მოსწავლეები ექიმის დანიშნულებას აკრავენ დაფაზე .
აქტივობა N8 (8 წთ) (
მთლი კლასი)
დისკუსია
თემაზე -,,აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი.“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას, კრიტიკული აზროვნების
უნარ- ჩვევების განვითარებას.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები უყურებენ ვიდეორგოლებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე , მსჯელობენ და აკეთებენ დასკვნებს .
https://www.youtube.com/watch?v=A2MOSUXG2dI
აქტივობა N9 (1წთ)
საშინაო დავალება
დაამზადონ
სარეკლამო ბუკლეტები ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, შექმნან ნახატები.
|
||||
პრეზენტაციის შეფასების სქემა
კრიტერიუმი/
შკალა
|
დაბალი(3-4)
|
საშუალო (5-6)
|
კარგი (7-8)
|
მაღალი (9-10)
|
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
|
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინაარსს.
|
მოწესრიგებულია ,ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
|
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
|
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
|
ორიგინალობა
|
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
|
მინიმალურად ორიგინალური.
|
საკმარისად ორიგინალური.
|
მთლიანად ორიგინალური.
|
დავალებასთან
შესაბამისობა
|
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
|
მიჰყვება ინსტრუქციიდან მხოლოდ ზოგიერთს.
|
მიჰყვება ინსტრუქციას, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
|
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის
შესრულებული.
|
მთლიანი შთაბეჭდილება
|
მიზანი არ არის მიღწეული ,ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის გათვალისწინებული.
|
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი, გათვალისწინებულია
ზოგიერთი მოთხოვნა.
|
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა, ზოგადად გათვალისწინებულია.
|
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.
|
ჯგუფში მუშაობის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისათვის
(დაკვირვებისა და კომენტარებისათვის)
ჯგუფები
|
მოსწავლეები (სახელი,გვარი)
|
კომენტარები ჯგუფური მუშაობის შესახებ
|
I ჯგუფი
|
||
II ჯგუფი
|
||
III ჯგუფი
|
||
IV ჯგუფი
|
||
მოსწავლეთა თვითშეფასება
ჯგუფი: წევრი:
1. რა მოლოდინებით დავიწყე პრეზენტაციაზე მუშაობა?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. რა მომეწონა ყველაზე მეტად?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გაკვეთილის გეგმა
სამოდელო
გაკვეთილი.
მიმართულება: გამჭოლი კომპეტენციები( ეკოლოგიური
წიგნიერება)
|
||||||||||||||||||||||||
მასწავლებელი:
მირანდა დანელია
ქალაქ
აბაშის N2 საჯარო სკოლა.
|
||||||||||||||||||||||||
საგანი: ქიმია
|
კლასი:
IX
|
|||||||||||||||||||||||
თემა: მჟავა წვიმები .
|
დრო:.... 45 წთ
|
|||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა
პროფილი:
კლაში
29 მოსწავლეა. სსსმ მოსწავლე კლასში არ
არის.
|
||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ინფორმაციაზე
დაყრდნობით მჟავა წვიმების წარმოქმნის მიზეზებისა და მექანიზმის დადგენა , ფაქტების ექსპერიმენტით დადასტურება და შედეგების ანალიზი.
·
მოსწავლემ გაიაზროს ის პერსპექტივები, რომელთაც უსახავს ახალგაზრდებს
ასოცირების შესახებ შეთანხმება .
·
შეძლოს დაეუფლოს ევროკავშირის შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას და გამოიყენოს ის რეალურ
ცხოვრებაში.
ეკოლოგიური წიგნიერების მიზანი:
დედამიწის, როგორც საარსებო სივრცის მნიშვნელობის გაცნობიერება; გარემოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის გააზრება. ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების მართებული მიდგომების გაზიარება და მათ დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია მჟავა წვიმების წარმოქმნის პროცესის
ახსნა . მათ მიერ გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე მსჯელობა და ოქსიდების გამოყოფის
შემცირების გზების დასახვა. ევროკავშირის ქვეყნების მაგალითების გაცნობა - გაზიარების,
ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და ტრანსფორმირების უნარი, დამოუკიდებლად და ჯგუფში
მუშაობის უნარი.
|
||||||||||||||||||||||||
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქიმ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების შეფასება
ქიმიის თვალსაზრისით.
კვლ.IX.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს შესაბამის მასალას ან/და
აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;
· აწარმოებს
დაკვირვებას და/ან გაზომვებს, აღრიცხავს
მონაცემებს;
· აკვირდება, ზომავს, იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებს
მონაცემების სათანადო სიზუსტით რეგისტრირებისთვის
(მაგ., ცვლადების
მნიშვნელობების აღრიცხვა ქრონოლოგიურად);
·
იყენებს
სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია
მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
დიაგრამებს, ცხრილებს და გრაფიკებს მონაცემებს ან
ცვლადებს შორის დამოკიდებულების აღსაწერად;
·
აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნებს;
·
ადარებს
დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს;
|
||||||||||||||||||||||||
საჭირო წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები:
წინარე
ცოდნა - მოსწავლემ იცის არაორგანულ ნაერთთა კლასის დახასიათება, ქიმიური ტოლობების
და გარდაქმნების წერა, ნაერთთა დასახელება. იცნობს გარემოს დაბინძურების წყაროებს . იცის pH-ის სკალის მნიშვნელობა .
|
||||||||||||||||||||||||
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი:
განმავითარებელ
შეფასებას განვახორციელებ თვითშეფასების ანკეტით და განმავითარებელი
კომენტარებით.
|
განმსაზრვრელი:
გაკვეთილზე
ასევე გამოვიყენებ პრეზენტაციის განმსაზღვრელ
შეფასებას, სპეციალური რუბრიკით.
|
|||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და რესურსი;
სახელმძღვანელო - ანდრონიკაშვილი, გულაია, რვეული, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, ვიდეო მასალა, ტექსტი, დაზიანებული
ძეგლების ფოტომასალა , სქემები, სინჯარები, გოგირდმჟავა, კალციუმის კარბონატი , ფლიფჩარტი
, მარკერები, თაბახები, წინასწარ მომზადებული
მასალა PowerPoint -ში.
|
||||||||||||||||||||||||
შესავალი : მოსწავლეებისათვის გაკვეთილის თემისა და
გეგმის წარდგენა( გამოკრულია დაფაზე)
აქტივობა N1
დრო: 2 წუთი
წინარე ცოდნის გააქტიურება. მთელ კლასთან.
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ წინარე ცოდნის გამოყენებით დაასახელონ ნაერთთა
კლასები. გაიხსენონ გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები და მოიყვანონ კონკრეტული მაგალითები.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები პასუხობენ
კითხვებს წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით.
--რას
ეწოდება ოქსიდები?
-
რა ტიპის ოქსიდებს ვიცნობთ?
--რას
ეწოდება მჟავა ოქსიდი?
--
მოიყვანეთ თქვენთვის ცნობილი მჟავა ოქსიდის მაგალითები.
-
-რას ეწოდება მჟავა?
--დასახელეთ
თქვენთვის ცნობილი მჟავები.
--რამ
შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება?
ფოტოების მიმოხილვა--- მასწავლებელი
მოსწავლეებს აჩვენებს ფოტომასალას და მივმართავს :
---
დააკვირდით - ფოტოებზე აღბეჭდილი ძეგლები დაზიანებულია, როგორ გგონიათ, რამ გამოიწვია მათი
დაზიანება?
---ისტორიულმა ძეგლებმა გაუძლეს და იდგნენ ათასწლეულების განმავლობაში , მაგრამ მხოლოდ ბოლო 50 წლის განმავლობაში მათი დაშლის
პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს , როგორ ახსნიდით?
სწავლების მეთოდი : სასწავლო გაჩერებები.
მასწავლებელმა
გაკვეთილის დაწყებამდე წინასწარ უნდა:
•
მოაწყოს მაგიდები
ჯგუფური სამუშაოსთვის;
•
დაამზადოს ტრაფარეტები გაჩერებების დასახელებებით
და ჯგუფების მოძრაობის მიმართულებების ჩვენებით;
•
შეიმუშაოს შესასრულებელი დავალების ინსტრუქციები;
•
შეფასების კრიტერიუმები გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას;
•
მაგიდებზე განათავსოს გაჩერებაზე გამოსაყენებელი საჭირო
რესურსები.
( სულ მოწყობილია ხუთი გაჩერება, შესაბამისად კლასი
დაყოფილია ხუთ ჯგუფად) დრო ჯამურად 20 წუთი
( თითო დავალებისთვის 4 წუთი)
მოსწავლეები
იყოფა 5 ჯგუფად, მოსწავლეებს წინასწარ ურიგდებათ დანომრილი ბარათები ( ერთიდან -ხუთის ჩათვლით)
და მოქმედებენ მასწავლებლის ინსტრუქციის
მიხედვით, როდესაც მოსწავლეები გადანაწილდებიან გაჩერებებზე ნომრების მიხედვით მასწავლებელი დააკვირდება მუშაობის პროცესს და მონიტორინგს გაუწევს მათ, მისცემს
მითითებებს და რჩევებს, ამით ხელს შეუწყობს
მათ ავტონომიას. გამოიყენებს დაკვირვების ცხრილს.
აქტივობა N2 .
გაჩერება პირველი--,, ქიმიური გარდაქმნები“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მოცემული გარდაქმნების შესაბამისი რეაქციის ტოლობების
შედგენა და ვარაუდების გამოთქმა ბუნებაში
მიმდინარე მსგავს პროცესებზე.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები ასრულებენ
გარდაქმნებს ინსტრუქციის მიხედვით ,რომელიც დახვდათ სასწავლო გაჩერებაზე და გამოთქვამენ ვარაუდებს მსგავს პროცესებზე, რომელიც ბუნებაში მიმდინარეობს
ჰაერის დაბინძურების შედეგად.
S--> SO2 -->SO3
-->H2SO4
H2SO3
HNO2+HNO3
აქტივობა N3 . გაჩერება მეორე
---,, მოაზროვნეები“
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა
შეძლონ მმმ სტრატეგიის
გამოყენებით მასწავლებლის მიერ მიწოდებული
ტექსტიდან უპასუხონ არსებით შეკითხვას
.
აქტივობის
აღწერა:
მოსწავლეებს I გაჩერებაზე
დახვდებათ შეკითხვა და ტექსტი. მათ მმმ სტრატეგიის გამოყენებით უნდა გასცენ შეკითხვაზე პასუხი.(
კითხვა
ტექსტი მოცემულია --დანართი 1 -ის სახით.
აქტივობა N4
გაჩერება მესამე ---- ,,ანალიტიკოსები“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით შეძლონ შედეგების ანალიზი და მონაცემები წარმოადგინონ წრიული დიაგრამის სახით.
აქტივობის
აღწერა: მაგიდაზე
მოთავსებულია ცხრილი, ატმოსფეროში გოგირდის და აზოტის ოქსიდების გამოყოფის წყაროების პროცენტულ შედგენილობა და
ინსტრუქცია . მოსწავლეებმა წარმოდგენილი მონაცემებით უნდა შექმნან სვეტოვანი დიაგრამა
და გაანალიზონ სტატისტიკა.
აქტივობა N 5
გაჩერება მეოთხე --- ,,მკვლევარები“
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ექსპერიმენტით
დაადასტურონ მჟავა წვიმების მოქმედება ისტორიულ ძეგლებზე.
აქტივობის
აღწერა: ისტორიულ ძეგლებზე მჟავა წვიმების მოქმედება. მოსწავლეებმა უნდა ივარაუდონ ისტორიული ძეგლების დაზიანების მიზეზი და ძეგლებზე მჟავა წვიმების მოქმედების უკეთ გაგებისთვის ჩაატარონ ექსპერიმენტი.
CaCO3
+H2SO4=. მოსწავლეები
ინიშნავენ დროს, რადგან აინტერესებთ, თუ რამდენ ხანში მოხდება მარმარილოს დაშლა,
რომელიც ისე ,,დნება“, როგორც ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, მსჯელობენ კვლევის შედეგებზე
და იციან, რომ ჭურჭელში გამოყოფილი ბუშტუკები
ნახშირორჟანგია.
აქტივობა N 6
გაჩერება მეხუთე --- ,,ვიდეო მასალის მოყვარულები“
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ ვიდეო მასალაზე დაყრდნობით იმსჯელონ მჟავა წვიმების უარყოფით შედეგებზე და
გამოიტანონ დასკვნები.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებს გაჩერებაზე დახვდებათ ვიდეომასალა, რომელიც მოამზადა მათმა თანატოლებმა--
საქართველოს სხვა სკოლის მოსწავლეებმა. ვიდეოზე დაყრდნობით მოსწავლეები იმსჯელებენ
მჟავა წვიმების სავალალო შედეგებზე.
ვიდეომასალა: https://www.youtube.com/watch?v=HQ6jS-sROqA
აქტივობა N 7 .
პრეზენტაცია დრო : 15 წუთი
( თითო ჯგუფს 3 წუთი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ დავალების შედეგების წარმოდგენა და დასკვნის გამოტანა
აქტივობის აღწერა:
პასუხის გაცემის წინ მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს
, რომ პრეზენტაციას გააკეთებენ სასწავლო
გაჩერებების მაგიდების ნომრის მიხედვით.
პრეზენტატორი შეირჩევა შემთხვევითობის
პრინციპით , ჩხირების გამოყენებით.
აქტივობა 8
(1 წთ.) ინფორმაციის
გააქტიურება- მინი ლექცია თემაზე
-- ,,რა არის მჟავა წვიმები?“( მთელი კლასი)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს PH ის სკალის გამოყენებით შეძლონ გაანალიზონ, თუ რა ნიშნავს მჟავა წვიმა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს ,რომ ხსნარების
მჟავა და ფუძე ბუნების დახასიათებისათვის შემოღებულია წყალბადური მაჩვენებელი, რომელიც
იწერება ასე-PH . ის წყლისა და ნეიტრალური ხსნარებისათვის PH =7, მჟავა ხსნარების PH <7,ხოლო ფუძე ხსნარებისათვის
PH >7. ჩვეულებრივ პირობებში წვიმის წყლის PH უნდა იყოს
PH =7 ტოლი , მაგრამ ატმოსფეროში მჟავა ოქსიდების წვიმის
წყალში გახსნის გამო წარმოქმნილი მჟავების გავლენით,
წვიმის წყლის PH მცირდება და უახლოვდება PH=5,6. მჟავა წვიმებად ითვლება წვიმები , რომელთა
PH არის 5,6 ზე ნაკლები.
ტერმინი ,,მჟავა წვიმები“ 100 წელზე მეტია არსებობს.
იგი პირველად 1872წ. ბრიტანელმა მკვლევარმა რ.სმიტმა გამოიყენა თავის წიგნში ,,ჰაერი
და წვიმა: ქიმიური კლიმატორიუმის დასაწყისი“.
მჟავა წვიმების პრობლემა ამა თუ იმ ქვეყნის ფარგლებით
არ შემოისაზღვრება , რადგანაც ატმოსფერული დამაბინძურებლები დიდი მასშტაბით გადაადგილებას
ხშირად განიცდიან. მაგალითად მჟავა წვიმების უმრავლესობა რომელიც ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში
მოდის ევროპის სხვა ქვენებში გამოყოფილი გოგირდისა და აზოტის ოქსიდებიდან წარმოიქმნება.
აქტივობა N 9.
მინი -ლექცია თემაზე ,, ევროპის მდგრადი განვითარების სტრატეგიები ” დრო 4 წუთი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლონ
სხვა ქვეყნის მაგალითის გაზიარება და პრობლემის გლობალური მასშტაბების გააზრება.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი
წინასწარ PowerPoint -ში მომზადებული სლაიდის საშუალებით აცნობს მოსწავლეებს ინფორმაციას
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების
და აგრეთვე ევროპული ღირებულებების , კერძოდ მდგრადი
განვითარების შესახებ .
აქტივობა N 10 . დისკუსია . მთელ კლასთან . დრო :1 წუთი
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა
შეძლონ გაანალიზონ ევროპის მაგალითი და იმსჯელონ საქართველოში მსგავსი პრობლემების გადაჭრის გზებზე.
აქტივობის
აღწერა: კლასში მიმდინარეობს
დისკუსია თემაზე : ,, როგორ დაგვხმარება ევროპის მაგალითი, ქართულ
რეალობაში პრობლემების გადასაჭრელად?.“
საშინაო დავალება.
დრო:1 წუთი
წარმოადგინოთ
დამუშავებული ინფორმაცია PowerPoint -ში
თემაზე: ,,ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფის შემცირების გზები“(მოსწავლეები
დაყოფილია 5 ჯგუფად, თითოეული ჯგუფი მასალას წარმოადგენს დამოუკიდებლად).
შეფასება .დრო
:1 წუთი
|
||||||||||||||||||||||||
დანართი 1
ტექსტი სასწავლო გაჩერებისთვის.
მჟავა წვიმები
ადამიანის საქმიანობამ
დედამიწაზე გარემოს
ქიმიური მდგომარეობის
შეცვლა გამოიწვია.
ატმოსფეროში გაიზარდა
ნახშირბადის დიოქსიდის,
ნახშირბადის მონოქსიდის,
გოგირდის დიოქსიდის,
აზოტის ოქსიდებისა
და სხვა
აირების დაგროვება,
რომელიც ურთიერთქმედებს
ჰაერში არსებულ
ტენთან და
წვიმის წყალთან
რის შემდგომაც
წარმოიქნება მჟავა
წვიმები. მჟავა წვიმები
დედამიწაზე თოვლის
და წვიმის
ნალექების სახით
ხვდება. მჟავა წვიმებს
ბევრი ზიანი
მოაქვს მასთან
ბრძოლა კი
ძნელია. მჟავა წვიმები
ანადგურებს შენობა-ნაგებობებს,
ძეგლებს რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს.
მჟავა წვიმების
მოხვედრა ნიადაგში
იწვევს ძლიერ
მჟავიანობას რის შედეგადაც
ნიადაგიდან გაოიდევნება
: კალიუმი, კალციუმი ნიადაგი
საკვები ნივთიერებებებით ღარიბდება
და მოსავლიანობა
მცირდება. წყალში სადაც
მჟავა წვიმები
დიდი რაოდენობით
მოდის, იხსნება ტოქსიკური
ნივთიერებები წყალი
იწამლება, ხოლო ვინც
ამ წყალს
დალევეს ის
არსებაც მოიწამლება.
მჟავა წვიმები
რომ შევამციროთ
საჭიროა საწვავი
ნივთიერება გაიწმინდოს
გოგირდისა და
აზოტის ნაერთებისგან,
ასევე აუცილებელი ღონისძიებაა
ავტომობილის მილზე
დამაგრდეს კატალიზატორი, რაც
ატმოსფეროში გამონაბოლქვის
რაოდენობას შეამცირებს.
ასევე ფაბრიკა
ქარხნებიდან გამოყოფილი
აირი გაიფილტროს, რათა
ატმოსფეროში ნაკლები
რაოდენობის დამაბინძურებელი აირი
მოხვდეს. ყოველივე ამ
ღონისძიების გატარება
არც ისე
ადვილია მაგრამ
აუცილებელია.
დანართი 2
თვითშეფასების
ანკეტა
კრიტერიუმი
|
მიღწევის დონე
|
|||
4
|
3
|
2
|
1
|
|
თანამშრომლობა
/სამუშაოს გადანაწილება
|
კარგად ვმუშაობ ჯგუფის ყველა
წევრთან, სამუშაოს თანაბრად ვინაწილებთ.
|
კარგად ვმუშაობ ჯგუფის თითქმის
ყველა წევრთან, სამუშაოს ყოველთვის თანაბრად არ ვინაწილებთ.
|
ჯგუფში კარგად ვმუშაობ დროის გარკვეულ მონაკვეთში,
ჯგუფის სხვა წევრები ასრულებენ ძირითად სამუშაოს .
|
არ ვმუშაობ კარგად ჯგუფში , არ ვასრულებ ჩემთვის განკუთვნილ
სამუშაოს .
|
ჩართულობა
|
სრულად ვარ ჩართული სამუშაო
პროცესში, ვასრულებ ყველა სამუშაოს.
|
დროის ძირითად ნაწილში ჩართული ვარ სამუშაო პროცესში
,თითქმის ყველა სამუშაოს ვასრულებ.
|
მუშაობისას დიდ დროს ვკარგავ სხვა საქმიანობებზე,
სამუშაოს დიდ ნაწილს არ ვასრულებ.
|
არ ვარ ჩართული სამუშაო პროცესში, დიდი დროის მანძილზე
სხვა საქმით ვარ დაკავებული.
|
მოსმენა
|
ყურადღებიანი ვარ და ყოველთვის ვუსმენ ჯგუფის წევრის
მოსაზრებებს
|
ჯგუფის წევრებს ვუსმენ ძირითადი დროის განმავლობაში
და ყურადღებას ვაქცევ რას იტყვიან ისინი
|
იშვიათად ვუსმენ ჯგუფის წევრებს ხშირად ვაწყვეტინებ
საუბარს.
|
საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას რაზე , საუბრობენ ჩემი
ჯგუფის წევრები, მე ჩემი მოსაზრებები მაქვს.
|
უკუკავშირი
|
ძირითადად კონსტრუქციულ უკუკავშირს ვაძლევ ჯგუფის
წევრებს
|
კონსტრუქციულ უკუკავშირს ხშირად ვაძლევ ჯგუფის წევრებს
|
უკუკავშირს მხოლოდ მაშინ ვაძლევ ჯგუფის წევრებს როდესაც
მეკითხებიან .
|
არასოდეს ვაძლევ უკუკავშირს ჯგუფის წევრებს.
|
ლიდერობა/
ხელმძღვანელობა
|
სიამოვნებით ვიქნები ლიდერი ჯგუფში , დავეხმარები
ჯგუფის წევრებს.
|
უმეტესი დროის განმავლობაში მზად ვარ ვიყო ჯგუფის
ლიდერი.
|
შემიძლია ვიყო ჯგუფის ლიდერი, მაგრამ ამას ჩემი სურვილით
არ გავაკეთებ.
|
არ მსურს ჯგუფის ლიდერობა, ვიქნები ჯგუფის ჩვეულებრივი
წევრი.
|
პასუხისმგებლობა/
მუშაობის
ჩვევა
|
ყოველთვის ვასრულებ ჩემს სამუშაოს და არასოდეს მჭირდება
შეხსენება.
ყოველთვის ვცდილობ წავახალისო ჯგუფის სხვა წევრებიც.
|
ძირითადად ვასრულებ ჩემს სამუშაოს და იშვიათად მჭირდება
შეხსენება.
|
რამდენჯერმე დამჭირდა შეხსენება, რათა შემესრულებინა
ჩემი სამუშაო.
|
ყოველთვის მჭირდება შეხსენება რათა შევასრულო ჩემი
სამუშაო.
|
დანართი.3
მოსწავლეთა
სოციალურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვების ცხრილი
·
|
||||||
·
|
|
მოსწავლის სახელი და გვარი----------------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი----------------------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი-------------------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი-----------------------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი-----------------------
|
მოსწავლის სახელი და გვარი-----------------------------
|
|
პასუხისმგებლობის საკუთარ თვზე აღება
·
დავალებაში პასუხისმგებლობების გადანაწილება
|
|||||||
სხვისი პატივისცემა
·
სხვისი მოსმენა;
·
გადაწყვეტილების მიღბა თანასწორობისა და სამართლიანობის საფუძველზე;
·
განსხვავებულის აღიარება;
·
აზრის გამოხატვა
სხვისი შეურაცხყოფის გარეშე.
|
|||||||
თანამშრომლობა:
·
საქმიანობის, სირთულეების
გადანაწილება;
|
|||||||
კონფლიქტების მოგვარება
·
სამართლიანობა
|
|||||||
გადაწყვეტილების მიღბა
·
კონსენსუსის მიღწევა;
|
დანართი 4.
პრეზენტაციის შეფასების სქემა
კრიტერიუმი/
შკალა
|
დაბალი(3-4)
|
საშუალო (5-6)
|
კარგი (7-8)
|
მაღალი (9-10)
|
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
|
მოუწესრიგებელია, არ შეესაბამება შინაარსს.
|
მოწესრიგებულია ,ვიზუალური მასალა ნაკლებად შეესაბამება შინაარსს.
|
მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, შეესაბამება პრეზენტაციის შინაარსს.
|
ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს.
|
ორიგინალობა
|
დასტურდება პლაგიატის ელემენტები.
|
მინიმალურად ორიგინალური.
|
საკმარისად ორიგინალური.
|
მთლიანად ორიგინალური.
|
დავალებასთან
შესაბამისობა
|
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას.
|
მიჰყვება ინსტრუქციიდან მხოლოდ ზოგიერთს.
|
მიჰყვება ინსტრუქციას, თუმცა ზოგჯერ ზედაპირულად.
|
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია, დავალება სრულყოფილად არის
შესრულებული.
|
მთლიანი შთაბეჭდილება
|
მიზანი არ არის მიღწეული ,ან მოთხოვნების უმრავლესობა არ არის
გათვალისწინებული.
|
მინიმალურად არის მიღწეული დასახული მიზანი, გათვალისწინებულია
ზოგიერთი მოთხოვნა.
|
მიღწეულია გარკვეული მიზანი, მოთხოვნა, ზოგადად გათვალისწინებულია.
|
ყველა მიზანი სრულად არის მიღწეული.
|
No comments:
Post a Comment