ორგანული ნაერთების გამოყენება/ სასწავლო პროექტის
გეგმა
პროექტის მიმოხილვა
|
||||||||||||||||
პროექტის სათაური
|
||||||||||||||||
ორგანული ნაერთების გამოყენება და მათი მნიშვნელობა.
|
||||||||||||||||
პროექტის აქტუალობის დასაბუთება:
|
||||||||||||||||
საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში ერთ-ერთი აუცილებელი უნარია რომელიც მოსწავლემ სკოლიდან უნდა მიიღოს. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მაგალითების განხილვა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის ეფექტური საშუალებაა. მოსწავლეებს ასეთი დეტალები მეტად აინტერესებთ და ამიტომაც სწორედ აქ უნდა წარმოვაჩინოთ თემა საინტერესოდ, უნდა მოვიყვანოთ მრავალი არგუმენტირებულად დამტკიცებული მაგალითი , თუ როგორ იყენებს ადამიანი ამა თუ იმ ცოდნას. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მხრივ ქიმიაში მეტად მრავალფეროვანი მასალაა და ვცდილობ მოსწავლეებს უფრო საინტერესოდ გავაცნო იგი. ორგანული ქიმიაში ნახშირწყალბადების ფუნქციონალურ ნაწარმთა განხილვის შემდეგ შეგვიძლია მოვიყვანოთ მათი გამოყენების
არაერთი მაგალითი, გავაცნოთ მოსწავლეები სხვადასხვა ინფორმაცია, რის საფუძველზეც
მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან თუ რა სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ორგანულ ნაერთებს.
პროექტის
მიზანია:
·
მოსწავლეებმა შეძლონ დააკავშირონ ორგანულ ნაერთთა
თვისებები მათ გამოყენებას.
|
||||||||||||||||
საგანი
|
||||||||||||||||
ქიმია
|
||||||||||||||||
კლასი/დონე
|
||||||||||||||||
მე-11 კლასი/ საშუალო დონე
|
||||||||||||||||
აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||
ანალიზი, ინტერპრეტაცია.
|
||||||||||||||||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||
3-4 კვირა .
|
||||||||||||||||
პროექტის საფუძვლები
|
||||||||||||||||
შინაარსობრივი
სტანდარტები და ინდიკატორები
|
||||||||||||||||
|
||||||||||||||||
მოსწავლეთა
ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||||||||||||||||
მოსწავლეები შეძლებენ:
|
||||||||||||||||
სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები:
ზოგადი
შეკითხვები:
·
რამდენად მნიშვნელოვანია ორგანული ნაერთრბის გამოყენება?
|
||||||||||||||||
თემატური შეკითხვები
|
|
|||||||||||||||
შინაარსობრივი
შეკითხვები
|
|
|||||||||||||||
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||
შეფასების შეჯამება
|
||||||||||||||||
შეკითხვების დასმა გამოვიყენე პროექტის
განხორციელების ყველა ეტაპზე, რაც მოსწავლეებს აზროვნების ზედა დონის
უნარ-ჩვევების განვითარებაში და თემატიკის ანალიზში დაეხმარა. პროცესი საბაზისო
ცოდნის შეფასებით დავიწყე, ვ-მ-ვ (ვიცი-მინდა
ვიცოდე-ვისწავლე) ცხრილის გამოყენებით. სამუშაო
ჟურნალებში ჩანაწერების ხარისხი და მოსწავლეების მონაწილეობა დიაგრამების და
საკლასო წიგნების შემუშავებაში, უზრუნველყოფს მასწავლებლის და მოსწავლეების
დახმარებას პროგრესის და თემატიკის
გაგების მონიტორინგში. ჯგუფური კონფერენციები ემსახურებოდა სამუშაოს შეფასებას
და პროგრესის მონიტორინგს. მუშაობის პროცესში მოსწავლეების
შესაფასებლად გამოვიყენე საინფორმაციო
ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალი. სლაიდშოუს კრიტერიუმების
ჩამონათვალი კი, მოსწავლეების მიერ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებული სტანდარტების
გაგების და შესრულების დოკუმენტირების უზრუნველსაყოფად. გამოვიყენე პროექტის რუბრიკა პროექტის
შესაფასებლად. დაუბრუნდით ვ-მ-ვ ცხრილს, პროექტის ფარგლებში მიღებული
ცოდნის შესაფასებლად და მოსწავლეების მიღწევებზე ფოკუსირების მიზნით.
|
||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||
|
||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
გაცნობა:
|
||||||||||||||||
პირველი
კვირა: პროექტის დასაწყისში
მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო მასალა ორგანული ნაერთების გამოყენების
შესახებ, შემდეგ შევარჩიეთ საპრეზენტაციო თემები ორგანული ნაერთების გამოყენების
სფეროების მიხედვით. შედგა შვიდი ჯგუფი და შესაბამისად მოსწავლეებს მოუწევთ
მუშაობა შვიდი თემის ირგვლივ.
ეს თემებია: სარეცხი საშუალებები, შესაფუთი მასალები, ქსოვილები, კოსმეტიკა, საღებავები,
საწვავი, სამკურნალო მცენარეები.
პროექტის
პირველ კვირას- რათა გამეღრმავებინა მოსწავლეების ინტერესი ავუხსენი მათ თუ
რა ინტენსივობით და
როგორ მონაწილეობს ქიმია მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ტექნოლოგიებით იქმნება მათთვის ნაცნობი საგნები. ეს საგანი აძლიერებს მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელთა ფლობა
აუცილებელია საბუნებისმეტყველო კვლევებისათვის.
ქაღალდის
დიდ ფურცელზე
დავწერე ზოგადი შეკითხვა და
მოსწავლეებს ვთხოვე, ემსჯელათ კითხვაზე,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანული ნაერთების გამოყენება? საკლასო
ოთახში გამოვაკარი
ფურცელი, რომელზეც მოსწავლეების მოსაზრებები და იდეები ჩამოვწერე. პროექტის
განმავლობაში მოხდა
ამ ფურცლის
შევსება. შემდეგ მოსწავლეები მუშაობდნენ
ჯგუფებში . მათ სახლში
გავატანე ჩემს
მიერ მოძიებულ ლიტერატურას ორგანული ნაერთების გამოყენების შესახებ. მოსწავლებს დავავალე
დაახარისხონ ინფორმაცია და მოინიშნონ
მთავარი ,რაც მათთვის საინტერესოა.
შეკითხვაზე,
თუ ორგანული ნაერთების გამოყენების რომელ სფეროებს იცნობენ? მოსწავლეები გამოიყენებენ ქიმიის XI
კლასის სახელმძღვანელოდან მიღებულ ცოდნას და დაასახელებენ ამ სფეროებს: მედიცინა,
ყოფა-ცხოვრება, სოფლის მეურნეობა, ტექნიკა.
მეორე
კვირა:
ჯგუფს მივუთითე
ვრცელი ლიტერატურის მისამართი , სადაც შეეძლებათ ინფორმაციის
მოძიება მათი თემების ირგვლივ. მოსწავლეებთან ერთად დაწვრილებით ვიმსჯელეთ
შემდეგი საკითხების
შესახებ: მაგალითად: რა განაპირობებს ორგანული ნაერთების გამოყენებას, რა მიშვნელობა
აქვს მათ ნაწარმებს.
ამ
აქტივობის ფარგლებში
მოსწავლეები პასუხს
სცემდნენ მომდევნო
თემატურ და
შინაარსობრივ შეკითხვებს:
რომელ ორგანულ
ნაერთთა კლასებს იცნობთ?
რის მიხედვით ხდება
მათი კლასიფიკაცია?
დაასახელეთ ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებული
ორგანული ნივთიერებები?
ყველაზე მეტად
ორგანული ნაერთების გამოყენების რომელი სფერო გაინტერესებთ?
რა თვისებები
განაპირობებს მათ გამოყენებას?
რა მეთოდებით წარმოვადგინოთ მონაცემები?
ამ
სავარჯიშოს
შედეგად
მოპოვებულ
ინფორმაციას
გამოვიყენეთ
მომდევნო
აქტივობაში,
როდესაც
მოსწავლეებმა შექმნეს
პრეზენტაცია.
მესამე
კვირა:
მოსწავლეები თავიანთი საბოლოო პროდუქტის
შექმნისათვის ემზადებოდნენ. კერძოდ,
აკეთებენ პრეზენტაციას, რომლის
შექმნაშიც საჭიროების
შემთხვევაში ვეხმარებოდი. მოსწავლეებს გავაცანი
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა.
დასკვნითი
აქტივობა: მთელ
კლასში განვიხილეთ
ზოგადი შეკითხვა,
თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანული ნაერთების გამოყენება?
მოსწავლეების მოსაზრებები
საკლასო ოთახში
გაკრულ იმ
ფურცელზე ჩავწერე, რომელზეც პროექტის
დასაწყისში ვიმუშავეთ.
მოსწავლეებს ვთხოვე, დაასრულონ
მათი ვ-მ-ვ
ცხრილის „ვიცი“
სვეტის შევსება, ნასწავლი
სულ მცირე
ორი ფაქტი
ან იდეა
დაურთონ.
|
||||||||||||||||
დიფერენცირებული
სწავლება
|
||||||||||||||||
სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლეები
|
კლასში არის ორი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე. მოსწავლეები
განაწილებული იყვნენ ჯგუფებში და
ჩართული პროექტის განხორციელებაში. მათ ქონდათ
შესაბამისი დავალება.
|
|||||||||||||||
ტექნოლოგიები –
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ ის პროგრამები, რომელიც დაგჭირდებათ)
|
||||||||||||||||
·
პრეზენტაციის პროგრამა
|
·
ფოტოების/სურათების
·
დამუშავება
·
ინტერნეტძიება
·
მულტიმედია
|
·
ვორდის პროგრამა
|
||||||||||||||
მასალები
|
·
პროექტორი
·
ხმის გამაძლიერებელი
·
ფლეშ მეხსიერება
·
ფლიფჩარტი
·
მარკერები
·
ფერადი ქაღალდები
·
წებო
|
|||||||||||||||
ინტერნეტ რესურსები
|
,,ქიმია ჩვენს ყოფაცხოვრებასი“
,,თაფლი,ყავა ,შოკოლადი და ქიმია“...
,,ქიმია და კოსმეტიკა“
ქიმია და მედივინა“
,,კაუჩუკი და რეზინა“|
,,ქიმია და მშენებლობა“
,,ქიმია და სამკაული“
|
|||||||||||||||
სასწავლო პროექტი
-
„ორგანული ნაერთების გამოყენება და მათი მნიშვნელობა”
რეფლექსია
პროექტის
ხელმძღვანელი:
სსიპ ქ. აბაშის N2 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი
მირანდა
დანელია
სსიპ ქალაქ აბაშის N2 საჯარო სკოლის XI კლასი.
განხორციელების ვადები: 22.IV-15.V 2019 წელი.
პროექტის მიზანი:
·
მოსწავლეებმა შეძლონ
დააკავშირონ ორგანულ ნაერთთა თვისებები მათ გამოყენებას.
·
მოიპოვონ და გაანალიზონ
ინფორმაცია ორგანული ნაერთების გამოყენების სფეროებისა და მნიშვნელობის შესახებ.
·
თანამშრომლობის
საფუძველზე მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი , სინთეზი პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
პროექტის
განხორციელების შემდეგ შევეცადე პასუხი გამეცა შემდეგ კითხვებზე:
1.მოხერხდა
თუ არა დასახული მიზნის მიღწევა?
ორგანული ქიმიის შესწავლის შემდეგ,
ძალიან საინტერესოდ და მნიშვნელოვნად მივიჩნიე პროექტის განხორციელება. ცოდნის პრაქტიკაში უკეთესად გამოყენებისა და განხილვის მიზნით და იმისთვის, რომ გაეგოთ მოსწავლეებს, თუ როგორ იყენებს ადამიანი ქიმიის ცოდნას
, გავეცანით სხვადასხვა ინფორმაციას ორგანული
ნაერთების გამოყენების სფეროებზე. პროექტი მიმდინარეობდა სამი კვირის მანძილზე. წინასწარ
ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები, გაეცნენ ჩემს მიერ მითითებული ლიტერატურას. მოიძიეს
საჭირო ინფორმაცია. გამართეს ჯგუფური კონფერენციები. მოამზადეს პრეზენტაცია და წარადგინეს
კლასის წინაშე. ყველა აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. ვფიქრობ, რომ პროექტმა
ხელი შეუწყო ჩემს მიერ დასახული მიზნის მიღწევას.
2.რომელი აქტივობები წარიმართა
გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ვფირობ ,
რომ ყველა აქტივობა გეგმის შესაბამისად წარიმართა.
3. რომელ კომპონენტში
იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
ვფიქრობ, რომ მოსწავლეებმა წარმატებით
ითანამშრომლეს. ისინი პასუხისმგებლობით
მოეკიდნენ დავალებას და შეასრულეს პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე, ურთიერთ თანამშრომლობით.
4.
რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
მოსწავლეებმა შეძლეს დაეკავშირებინათ ორგანული ნაერთების თვისებები მათ
გამოყენებასთან. აგრეთვე ყოველივე ამან კიდევ უფრო განავითარა ისეთი უნარები, როგორიცაა:
მსჯელობა, ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზი.
5.
რა საჭიროებს გაუმჯებესებას და როგორ?
ვფიქრობ პროექტზე მუშაობის უნარები ზოგადად
საჭიროებს გაუმჯობესებას. პროექტებით
სწავლება ხელს უწყობს სიტუაციის ანალიზს, მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებას, ჩემი სურვილია მოსწავლეებმა უკეთესად შეძლონ ძველი და ახალი ცოდნის დაკავშირება, ცოდნის ტრანსფერი , რაც
ხელს შეუწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიც არის შემოქმედებითი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება.
6.მოხდა
თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან/მოდიფიცირება
და რატომ?
პროექტის განხორციელების პროცესში საჭიროებამ
მოიტანა ი , რომ მოსწავლეებს დასჭირდათ ექსპერიმენტის ჩატარება, რაც პროექტის
განხორციელების პროცესში აქტივობებში არ იყო გათვალისწინებული.
7.
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
პროექტის
პრეზენტაციისას უფრო ეფექტური იქნებოდა
უკუკავშირის უკეთესად
მიწოდება . მათ ზუსტად უნდა იცოდნენ საკუთარი გასაუმჯობესებელი
მხარეების შესახებ . რასაც
შემდგომში გავითვალისწინებ.
No comments:
Post a Comment