კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების
ორგანიზება:
I სამუშაო
შეხვედრების გეგმა
შეხვედრის
თარიღი
|
შეხვედრის
მიზანი
|
შეხვედრის
ძირითადი საკითხები
|
22.04.2019წ.
|
რა არის პროექტი.
გაეცნონ პროექტების ტიპებს,
მოთხოვნებს, კონკრეტული პროექტების განხორციელების მეთოდებს, მიზნებს, აქტივობებს, შედეგებს ,სტრუქტურას.
|
·
სასწავლო
პროექტი
·
სოციალური
პროექტი
|
II სამუშაო
შეხვედრების გეგმა
შეხვედრის
თარიღი
|
შეხვედრის
მიზანი
|
შეხვედრის
ძირითადი საკითხები
|
01.05.2019წ.
|
პროექტზე დაფუძნებული
მიდგომების განხილვა.
საპროექტო საქმიანობის
პროდუქტების ფორმების გაცნობა-განხილვა.
|
გამოფენა,
გაზეთი, ჟურნალი, ბროშურა.
·
·
|
III სამუშაო
შეხვედრების გეგმა
შეხვედრის
თარიღი
|
შეხვედრის
მიზანი
|
შეხვედრის
ძირითადი საკითხები
|
25.05.2019წ.
|
პროექტის შეფასების ფორმების
შედგენა.
პროექტის წარდგენა განხილვა.
რეფლექსიის შემუშავება.
|
·
პროექტის შეფასების ფორმები.
·
პროექტის
წარდგენა
·
რეფლექსია.
|
კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:
შეხვედრის
ორგანიზატორი მასწავლებლის (ქოუჩის) რეფლექსია
მასწავლებლის
(ქოუჩის) სახელი და გვარი: მირანდა დანელია
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თარიღი: 22 აპრილი
2019წ, 1 მაისი 2019წ, 25 მაისი 2019წ.
|
შეხვედრის
/ შეხვედრების თემა: პროქტებით სწავლება
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი:
1.
პროექტებით მუშაობის
როლის გაცნობიერება.
2.
საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპების დანერგვა.
3.
თანამშრომლობა და
გამოცდილების გაზიარება.
იმისათვის რომ
მოსწავლეებს ვასწავლოთ ეფექტურად და გააზრებულად, კარგი საშუალებაა პროექტებით
სწავლება. პროექტგაკვეთილი – კონკრეტული პრობლემის გადაჭრის
ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა, რომლის
დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო
უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას
იძლევა. პროექტზე მუშაობა ნათელყოფს, რომ როგორც მასწავლებლის, ასევე
მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად
განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტებით სწავლება ხელს უწყობს სიტუაციის ანალიზს, მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებას, ჩემი მიზანია მასწავლებლების
დახმარებით მოსწავლეებმა უკეთესად შეძლონ ძველი და ახალი ცოდნის დაკავშირება, ცოდნის ტრანსფერი , რაც ხელს
შეუწყობს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიც არის შემოქმედებითი აზროვნება, კრიტიკული აზროვნება.
შეხვედრების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ
დაგეგმონ პროექტი მასზე დაფუძნებული სწავლების მახასიათებლების და პრინციპების
გათვალისწინებით. შესაბამისად შეძლებენ გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების
ტექნიკა პროექტების შეფასებისას. დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული
შედეგების მისაღწევად.
|
შეხვედრაში მონაწილე პედაგოგის ია ქიმერიძის რეფლექსია
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ქ. აბაშის N2 საჯარო
სკოლის ქიმიის პედაგოგი მირანდა დანელია, რომელმაც გაგვიმარტა პროექტებით სწავლის
მნიშვნელობა და გვასწავლა პროექტის გეგმის შედგენა . მონაწილეობა მივიღე სამ
სამუშაო შეხვედრაში. შეხვედრები გაიმართა 22 აპრილს, 1მაისს და 25 მაისს 2019წელს
. განვიხილეთ პროექტის სახეები, მოთხოვნები, მიზნები, სტრატეგიები, შეფასების
ინდიკატორები.
შეხვედრაზე განხილული საკითხები მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ყველა საკითხი ლოგიკურად იყო დაკავშირებული, რამაც საშუალება მომცა ნათლად გამეგო პროექტებითსწავლების მნიშვნელობა.
რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებისთვის შერჩეული თემა / თემები?
ვფიქრობ პროექტებით
წავლება ერთ -ერთ აქტუალური თემაა, რადგან ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს
,როგორც თანამშრომლობითი სწავლების ,ასევე მოტივაციის გაღვივებას მოსწავლეებში.
სამუშაო შეხვედრის მერე სურვილი გამიჩნდა საკუთარ პრაქტიკაში დავნერგო სხვადასხვა
პროექტები.
რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
პროექტის სწორად
დაგეგვმა , მონიტორინგი, შეფასება, ეს
მცირე ჩამონთვალია რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ჩემთვის და პირველ რიგში
კოლეგებთან ურთიერთობა.
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
გავიაზრე თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტებზე
დაფუძნებულ სწავლებას ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას . პროექტების განხილვისას
გამიჩნდა უამრავი იდეა, რასაც აუცილებლად განვახორციელებ. ამაში დამეხმარება ის
სასარგებლო ინფორმაცია ,რომელიც მოვისმინე სამუშაო შეხვედრებზე.
როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ჩემი პროექტი დავგეგმე ტრენინგის ბოლოს და
წარვუდგინე კოლეგბს. მივიღე უკუკავშირი რჩევების სახით, რაც გავითვალისწინე და
გამოვასწორე. თანამშომლობით კოლეგებთან ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემი პროექტია ,,დამოუკიდებლობის აღდგენის დღე 26 მაისი“.
მოსწავლეებს გავაცანი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირული გმირები და რა
შედეგები მოაქვს დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობას. მადლობას ვუხდი კოლეგებს
თანამშრომლობისთვის.
სამუშაო
შეხვედრაში მონაწილე პედაგოგის
ლალი მიგინეიშვილის
რეფლექსია
რა თემას/ თემებს ეხებოდა შეხვედრა / შეხვედრები?
გავიგე, რომ პროექტებით სწავლების შესახებ ჩვენი
სკოლის ქიმიის მასწავლებელი მირანდა დანელია გეგმავდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. გამოვთქვი სურვილი მასში მიმეღო მონაწილეობა. სულ
შედგა სამი შეხვედრა. შეხვედრები გაიმართე 22აპრილს, 1 მაისს და 25 მაისს 2019 წელს.
შეხვედრა შეეხო პროექტის სახეებს, მოთხოვნებს, პროექტის როლს, მიზნებს სტარტეგიებს,
პროექტის შეფასების ინდიკატორებს და ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტებსა და უკუკავშირს.
რამდენად
აქტუალური შეხვედრისთვის / შეხვედრებისთვის შერჩეული თემა/თემები?
პროექტზე დაფუძვნებული სწავლა, მოსწავლეზე ორიენტირებული
სწავლა-სწავლების მოდელია. ამიტომ მისი სწორი დაგეგმვა ჩემთვის ნამდვილად აქტუალური
იყო. ეს შეხვედრა დამეხმარება სწორად განსაზღვრო პროექტის მიზანი, აქტივობები სწორად
შემეფასებინა შედეგები.
რა იყო
თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
საინტერესო იყო კოლეგებთან ერთად მუშობა, მათი
აზრის გათვალისწინება. ვიმუშავე პროექტის პორტფოლიოზე, რომელიც გამოვიყენე კლასში.
ამით მოსწავლეებს განუვითარდებათ ის უნარები და კომპენტენციები, რომლებიც 21-ე საუკუნის
უნარებად მოიაზრება. კერძოდ, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაცია და
თანამშრომლობა, რაც დაგვეხმარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების
მიღწევაში.
შეხვედრებში
მონაწილეობამ შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ვისწავლე როგორ დავწერო პროექტი. ვფიქრობ საკმაოდ
კარგად გავიაზრე თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტურად დავწერო შედეგზე ორიენტირებული
პროექტის გეგმა. როგორ შევაფასო სწორად და გავითვალისწინო შესაძლო რისკები.
როგორ
გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
შეძენილი უნარების გამოყენებით შევადგინე და განვახორციელე
სასწავლო პროექტი „იქ, სადაც უძლურია სიტყვები
...“
პროექტის მთავარი იდეა იყო მოსწავლეები ახლოს გაცნობოდნენ
საოპერო ხელოვნების ნიმუშებს, ენახათ ოპერისა და ბალეტის თეატრში ოპერა. პროექტის მიზანი იყო დააინტერესოს პროექტის მონაწილეები
მსოფლიო საოპერო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებით, გააცნონ მათსაოპერო მომღერლის შრომატევდი
პროფესია და მიზანდასახული ადამინის მიღწეული წარმატებანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პროექტი არ იყო
ხანგრძლივი, ღონისძიებით, პროექტით, მოსწავლეთა ჩართულობით და მიღწეული შედეგებით კმაყოფილი
დავრჩი. პროექტი ძალიან დამეხმარა წარმომეჩინა მოსწავლეები ის უნარები, რომლებიც ჩეთვის
აქამდე უცნობი იყო. მადლობა კოლეგებს თანა
შეხვედრაში მონაწილე პედაგოგის ინგა ლაბარტყავას რეფლექსია
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
შეხვედრის ორგანიზატორი მასწავლებელი იყო სსიპ ქ.
აბაშის N2 საჯარო სკოლის ქიმიის უფროსი მასწავლებელი მირანდა დანელია
პირველ შეხვედრაზე
22.04.2109 წ. ვისაუბრეთ პროექტის როლზე, მიზნებზე და სტრატეგიებზე.
მეორე შეხვედრაზე
01.05.2019წ ვისაუბრეთ პროექტის
ფარგლებში შექმნილ პროდუქტებზე.
მესამე შეხვედრაზე 25.05.2019წ. ვისაუბრეთ
შეფასების ინდიკატორებზე და უკუკავშირზე.
რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის შეხვედრებ ისთვის შერჩეული თემა / თემები?
პროექტებს ადრეც ვიყენებდი ,როგორც სწავლების
მეთოდს, მაგრამ პოექის დასაწერად მჭირდებოდა მეტი უნარები მე როგორც მასწავლებელს
და აქტუალური იყო იმიტომაც,რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას. მოსწავლეთა დაინტერესება ამ კუთხით უფრო შესაძლებელია და ხელს უწყობს მისი როგორც პიროვნული ღირსებების წინ წამოწევას, ასევე მოტივაციას, სწავლისადმი ინტერესს, შემოქმედებითობას და რაც მთავარია საკუთარი თავის რწმენას.
რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
შეფასების კრიტერიუმების უკეთ გაცნობა. სწორი
უკუკავშირის გაცემა, რადგან ეს იყო ჩემი აქილევსის ქუსლი. კმაყოფილი ვარ რადგან
გავეცანი სწორ და კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემის ფორმებს.
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
გამოცდილებიდან ვიცი რომ მოსწავლეთა მოტივაცია დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ ამ შეხვედრებზე მონაწილეობამ ჩემ გამოცდილებას შეჰმატა
ისეთი უნარ-ჩვევები, რაც დამეხმარება პროექტების დაგეგმვისას.
ვარ უფრო თვითდაჯერებული და მოტივირებული. მაქვს სხვადასხვა იდეები პროეტების განსახორციელებლად და კოლეგებთან თანამშრომლობით, აზრთა გაზიარების შედეგად ვფიქრობ წარმატებით განვახორციელებ.
როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ნაყოფიერი და სახალისო იყო კოლეგებთან
თანამშრომლობა. მათგან და ორგანიზატორისგან მიღებული რჩევებით მე როგორც
დაწყებითების პედაგოგმა განვახორციელე პროექტი :,, დედა ენა და საქართველოს მომავალი“. ის თუ რამდენად აქტუალურია ეს თემა
მთელმა საქართველომ იცის. პროექტის ფარგლებში მოვაწყვეთ სტენდი,
გავაკეთეთ პრეზენტაციები იმ ქართველი პოეტების
ნაწარმოებების, რომლებმაც წვლილი შეიტანეს დედა ენის განვითარებაში. მადლობას
ვუხდი კოლეგებს დახმარებისთვის.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილე პედაგოგის გიორგი ჯანგველაძის
რეფლექსია
რა თემას/თემებს ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
გავიგე რომ პროექტებით სწავლების შესახებ ჩვენი სკოლის ქიმიის მასწავლებელი მირანდა
დანელია გეგმავდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. გამოვთქვი სურვილი მასში
მიმეღო მონაწილეობა. სულ შედგა სამი შეხვედრა. შეხვედრები გაიმართა 22 აპრილს,
1მაისს და 25 მაისს- 2019წელს . შეხვედრა
შეეხო პროექტის სახეებს, მოთხოვნებს, პროექტის როლს, მიზნებს, სტრატეგიებს, პროექტის
შეფასების ინდიკატორებს და ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტებსა და უკუკავშირს.
რამდენად აქტუალური იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებისთვის შერჩეული თემა / თემები?
რადგანაც პროექტებით სწავლება ეფექტური სწავლის
ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ მისი სწორი დაგეგვმა ჩემთვის ნამდვილად
აქტუალური იყო.
ეს შეხვედრა დამეხმარება სწორად განვსაზღვრო
პროექტის მიზანი, აქტივობები და სწორად შემეფასებინა შედეგები.
რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
საინტერესო იყო კოლეგებთან ერთად მუშაობა, მათი
აზრის გათვალისწინება.
ვიმუშავეთ პროექტის პორტფოლიოზე, რომელიც გამოვიყენე კლასში რაც დაგვეხმარება ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევაში.
შეხვედრებში მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ვისწავლე როგორ დავწერო
პროექტი. ვფიქრობ საკმაოდ კარგად გავიაზრე თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტურად დავწერო
შედეგზე ორიენტირებული პროექტის გეგმა
.როგორ შევაფასო სწორად და გავითვალისწინო შესაძლო რისკები.
როგორ გამოიყენეთ შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
შეძენილი უნარების გამოყენებით შევადგინე და
განვახორციელე ინტეგრირებული პროექტგაკვეთილი
: ,,ხელოვნება და მუსიკა“. მიუხედავად იმისა ,რომ
ამ ეტაპზე პროექტი არ იყო ხანგრძლივი მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ის დამეხმარა წარმომეჩინა
მოსწავლეების ის უნარები ,რომლებიც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო. მადლობას ვუხდი კოლეგებს თანამშრომლობისთვის .

სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლის ირინა
ბოკუჩავას
რეფლექსია
რა თემას/თემებს
ეხებოდა შეხვედრა/შეხვედრები?
გავიგე რომ, პროექტებით სწავლების შესახებ ჩვენი სკოლის
ქიმიის მასწავლებელი-მირანდა დანელია გეგმავდა სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. გამოვთქვი
სურვილი მასში მიმეღო მონაწილეობა. შედგა სამი შეხვედრა:22.04.2019წ; 1.05.2019წ;
25.05.2019წ. შეხვედრის თემა იყო: პროექტის
სახეები, მოთხოვნები, პროექტის როლი, მიზნები, სტრატეგიები, პროექტის შეფასების ინდიკატორები.
გავეცანით წარმოდგენილ პროექტებსა და უკუკავშირს.
რამდენად აქტუალურად
იყო შეხვედრისთვის/შეხვედრებისთვის შერჩეული თემა/თემები?
თემა აქტუალურია, რადგანაც სასწავლო პროექტი-კონკრეტული
პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალფეროვანი სამუშაოა,
რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო
უნარები, პროექტი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა.
რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
პროექტზე მუშაობისას როგორც მასწავლებლის, ასევე
მოსწავლეების წინაშე სრულიად ახალი ამოცანები დგება, რომელიც არსებითად განსხვავდება
ტრადიციულისგან. პროექტით სწავლებასთან ერთად იზრდება ორივე მხარის (როგორც მასწავლებლის,
ასევე მოსწავლის) კომპეტენციის მოპოვების პოტენციალი და შესაძლებლობები, რაც მასწავლებელს
მისცემს შესაძლებლობას სრულიად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია,
როგორც სასწავლო პარტნიორმა.
შეხვედრებში
მონაწილეობამ რა შეჰმატა თქვენს გამოცდილებას?
ვისწავლე-როგორ დავწერო პროექტი, კარგად გავიაზრე თუ როგორ შეიძლება სწორად და ეფექტურად
დავწერო შედეგზე ორიენტირებული პროექტის გეგმა. როგორ შევაფასო და სწორად გავითვალისწინო შესაძლო რისკები.
როგორ გამოიყენეთ
შეძენილი ცოდნა და უნარები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
შეძენილი უნარების გამოყენებით შევადგინე და განვახორციელე
სასწავლო პროექტი: ,,საინტერესო პროფესიები“, რომელიც ძალიან დამეხმარა წარმომეჩინა
მოსწავლეების ის უნარები, რომლებიც ჩემთვის აქამდე უცნობი იყო.
მადლობა
კოლეგებს თანამშრომლობისთვის.
No comments:
Post a Comment